აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს ხელახალი ვადით არჩევა მიულოცა
nazarbaev-aqtual-1საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. პრემიერმა ღარიბაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს ყაზახეთის პრეზიდენტად ხელახალი ვადით არჩევა მიულოცა: „საქართველოს მთავრობის და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ყახაზეთის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გამოვხატო თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემა და გისურვოთ წარმატება, მშვიდობა და კეთილდღეობა“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.