პუბლიკაციები
ბიძინა ივანიშვილი: „პოლიტიკური გავლენები არ არის დიდი უბედურება... რუსთავი 2 პარტიული ტელევიზიაა“
ubedureb-saz-3-an-4საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში მედიის თავისუფლების საკითხზე მსჯელობისას გააკეთა. პოლიტიკური გავლენები არ არის დიდი უბედურება, თუ ჩვენ ვიცით და ვაცხადებთ ამის შესახებ... ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი "რუსთავი ორის" შემთხვევაში, როდესაც ის გახლავთ პარტიული ტელევიზია. ეს არ არის დიდი ცოდვა. ცოდვა გახლავთ ის, რომ მედიასაშუალებებში სიცრუე არ უნდა იყოს. რაც არის და როგორც არის განვითარებულ სახელმწიფოებში, ხშირად ნახავთ, რომ ერთი პარტიის გემოვნებაზეა მედიასაშუალება მორგებული და მის აგიტაციას უფრო მეტად ახერხებს. შეიძლება იყოს სხვა ტელევიზია, რომელიც სხვის აგიტაციას ახერხებს, მაგრამ მსმენელმა და მკითხველმა იცის, რომ ეს მედიასაშუალებები არ ცრუობენ. ჩვენ ამისგან არ ვართ დაზღვეული და ამის, საუბედუროდ, ძირითადი წამყვანი ძალა კვლავ გახლავთ "რუსთავი 2" და "ტაბულა".
არ არის პრობლემა "რუსთავი ორმა" განაცხადოს, რომ ის არის პოლიტიკური პარტიის ტელევიზია, არავითარი პრობლემა არ არსებობს, ოღონდ სიცრუეს თავი დაანებოს და ნუ ახდენს იმ ხელისუფლების დისკრედიტაციას, რომელიც მის ქვეყანას ემსახურება
", - განაცხადა ივანიშვილმა გადაცემა "კვირის 20/30"-ში საუბრისას.