პოლიტიკა
„კოჟორიძე საინტერესო აღარაა, რადგან მან ფაქტობრივად გააფორმა ის, რაზეც ეჭვი მქონდა, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი პრეზიდენტის სამსახურში მივიდა”
koJora-polit-3საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 20/30“-ში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კახა კოჟორიძის ქმედებები „ძალიან თანხვედრაში მოდის ნაციონალურ მანქანასთან". ექსპრემიერის განცხადებით, კოჟორიძე ცრუობს, როცა ამბობს, თითქოს მასზე ფილმის გადაღებას აპირებდა. „ეს ტიპიურად ნაციონალების პროპაგანდაა", - განაცხადა ივანიშვილმა. მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაურიც ახსენა და აღნიშნა, რომ გიგაურის განცხადება, თითქოს ბევრი ჩინოვნიკი დაინიშნა ივანიშვილის ოფისიდან, იუმორია, რაზეც თინა ხიდაშელმა იუმორით უპასუხა.