პოლიტიკა
საქართველოში ეკონომიკური ვითარების ანალიზი და პერსპექტივები: საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან გაიზარდა და ზრდამ 21%-ი შეადგინა

brunva-pol-2-an-2საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვის შემცირების მიუხედავად, 2015 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან გაიზარდა და ზრდამ 21%-ი შეადგინა.

აშშ დოლარის გაცვლითი კურსის ქართულ ლართან მიმართებით ბოლოდროინდელი გამყარების ტენდენციის ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული მოვლენა ასევე გამოწვეულია რეგიონში მიმდინარე მოვლენებით და იგი გლობალური პროცესის ნაწილია. ამის მაგალითია კონკრეტული ქვეყნების ვალუტები, რომლებიც გაუფასურდა და ეს მსოფლიოში დოლარის კურსის გამყარების პროცესის ნაწილია.

ეკონომიკური განვითარების კურსი დადებითია, ამას უცხოური ინვესტიციების ზრდის ტენდენციაც განაპირობებს, კერძოდ 2014 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა $1,272 მლნ-ს შეადგენს, რაც 35.1%-ით მეტია 2013 წელთან შედარებით, ხოლო 2012 წელთან შედარებით - ზრდა 39.6%-ია.

ტურიზმის განვითარების კუთხით აღსანიშნავია ქვეყანაში რამდენიმე მაღალი და საშუალო კლასის სასტუმრო ქსელის შემოსვლა: Millenium”; Park Inn by Radisson“. ასევე მოლაპარაებები შემდეგ სასტუმროებთან „Jumeirah”; “Marriott”, “Accor”, “Moxi Hotels”.

დაიწყო პროგრამა აწარმოე საქართველოში“, პროექტების განხორციელების შედეგად, დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 4 234-ს გაუტოლდება, ასევე დაიწყო პროგრამა მიკრო და მცირე მეწარმეობა რეგიონში მეწარმეობის ხელშესაწყობად.

საგადასახადო შემოსავლების კუთხით პრობლემები არ ყოფილა, სახსრების მობილიზება გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის საგადასახადო შემოსავლებმა გეგმის 102.7% შეადგინა.

ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით ძალაშია და ასევე პარლამენტში ინიცირებულია ცვლილებები საგადასახადო კოდექსში. მაგალითად, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდა უძრავი ქონების მიწოდება 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში.

შეღავათები მოქმედებს ხორბლის და ავტოიმპორტიორთათვისაც.