პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: “საქართველოში ბიზნესგარემო არის აბსოლუტურად თავისუფალი, ბიზნესი ხელშეუხებელია და თუ რაიმე კანონდარღვევა მოხდა რომელიმე კომპანიის ბიზნესპარტნიორებს შორის, ამას შესაბამისი უწყებები შეისწავლიან”
giunter-polit-1საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მან ამიხსნა, რომ შვეიცარიელი ბიზნესმენი, რომელსაც ჰყავდა ქართველი პარტნიორები, სავარაუდოდ, ქართველმა პარტნიორებმა მოატყუეს და მისი აღქმით, დავა გაგრძელდა არასამართლიან გარემოში. ელჩს დავპირდი, რომ დღესვე დავავალებ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ეს საკითხი და თუ რაიმე დანაშაული გამოიკვეთება, ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილთან საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა. „ჩვენ ვისაუბრეთ აუდიტის და საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებულ ცალკეულ საჭირბოროტო საკითხებზე, ასევე ერთმანეთს გავუზიარეთ კონკრეტული საქმეები. მე დავინახე პრემიერ-მინისტრის და მთელი მთავრობის პოზიტიური რეაქცია. ჩვენ ეს საქმეები შესაბამის უწყებებთანაც განვიხილეთ. მოველით ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარებას და შვეიცარია, რა თქმა უნდა, მხარდაჭერისთვის ყოველთვის მზად არის“, - განაცხადა გიუნტერ ბეხლერმა.