300 ამერიკელი მედესანტე უკრაინაში „Fearless Guardian – 2015“-ის წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, პენტაგონი კი ირწმუნება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ამერიკელი სამხედროები არ არიან...
საქართველო, 27 აპრილი,
საქინფორმი. პენტაგონის წარმომადგენელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები აღმოსავლეთ უკრაინაში არ არიან, რუსეთის მხარის განცხადებები კი ამ კუთხით „სასაცილო მცდელობაა საკუთარი თავისგან ყურადღების ასაცილებლად“.
პასუხად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკომ კვლავ უგულებელჰყო ეს განცხადებები და აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინის ნაცგვარდიას არა ქვეყნის დასავლეთში, არამედ პირდაპირ დონბასში საბრძოლო მოქმედებებისთვის ამზადებენ“.