უცხოეთი
300 ამერიკელი მედესანტე უკრაინაში „Fearless Guardian – 2015“-ის წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, პენტაგონი კი ირწმუნება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ამერიკელი სამხედროები არ არიან...

1-desantn-zar-3-anსაქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. პენტაგონის წარმომადგენელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები აღმოსავლეთ უკრაინაში არ არიან, რუსეთის მხარის განცხადებები კი ამ კუთხით „სასაცილო მცდელობაა საკუთარი თავისგან ყურადღების ასაცილებლად“.

პასუხად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკომ კვლავ უგულებელჰყო ეს განცხადებები და აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინის ნაცგვარდიას არა ქვეყნის დასავლეთში, არამედ პირდაპირ დონბასში საბრძოლო მოქმედებებისთვის ამზადებენ“.