შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველო, 27 აპრილი,
საქინფორმი. შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორ-იურისტი
გურამ სურმანიძე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ სურმანიძე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებაში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის ორ ცალ სიმ-ბარათს, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი.