აქტუალური
პრემიერ–მინისტრის ინიციატივით, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 1800 ვეტერანი ერთჯერადად 1000 ლარიან დახმარებას, ხოლო მარჩენალდაკარგული 500 ოჯახი 500 ლარიან დახმარებას მიიღებს!
1veteran-aqt-1-an-2საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, წინა ხელისუფლების პერიოდში, 9 მაისის თარიღთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე 200 ლარიანი დახმარებები გაიცემოდა, ახალმა ხელისუფლებამ კი ეს თანხა 400 ლარამდე გაზარდა. „საიუბილეო თარიღთად დაკავშირებით 1000 ლარიანი დახმარებების გაცემა არის ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულების გამოხატულება, თუ რამდენად ვაფასებთ ვეტერანთა წვლილს ამ დიდ გამარჯვებაში. ვიმედოვნებთ, ამ  თანხით მათ მიეცემათ საშუალება ღირსეულად შეხვდნენ 9 მაისის თარიღს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.