პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „მზად ვარ, დავინტერესდე ამ ფაქტით, თუ ასეთი რეალურად არსებობს, და პირადად შეხვდე შვეიცარიის ელჩს!“
1elCs-polit-3საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა და მთავრობა, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის ფარგლებში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე შვეიცარიის ელჩის, გიუნტერ ბეხლერის ბოლოდროინდელ განცხადებებს. მთავრობის მეთაურმა შვეიცარიის ელჩთან შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს დაავალა და მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში პირადად შეხვდეს ელჩს, რათა მოისმინოს მისი წუხილის შესახებ. „აღიარება, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა და ხელისუფლება, ჩვენ მოვიპოვეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამიტომ ჩემთვის თითოეული კითხვის ნიშანი მნიშვნელოვანია. გთხოვთ, გაარკვიოთ ბოლომდე, კონკრეტული ფაქტების დონეზე შეისწავლოთ თითოეული საკითხი და თუ საჭიროა შინაგან საქმეთა მინისტრიც ჩაერთოს. - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.