პოლიტიკა
საქართველო და ბელარუსი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან - საერთაშორისო შეთანხმებები ორ ქვეყანას შორის, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა

polit-2-mtსაქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. დოკუმენტებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ეკონომიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა და მათმა ბელარუსმა კოლეგებმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრნენ.  

ხელმოწერილია 10-ზე მეტი შეთანხმება, რომელიც საქართველო-ბელარუსის სამთავრობო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. მათ შორის არის თანამშრომლობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, საბაჟო საკითხებში, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე, ურთიერთგაგების მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროებს შორის.

საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ  შუნევიჩმა ხელი მოაწერეს სამ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტს: დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რეადმისიის შესახებ შეთანხმებასა და მის საიმპლემენტაციო ოქმს.

polit-2-qvem