პოლიტიკა
საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი ვაკის პარკში დიდ სამამულო ომში დაღუპული უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობით დაიწყო
polit-1-mtaსაქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ვიზიტით ჩამოსვლის დღესვე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, შვილთან ერთად,  პირველ რიგში,  ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და დიდ სამამულო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

ლექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად  ვაკის პარკში  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს ეროვნული საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფებოდა.

polit-1-1 polit-1-2