პუბლიკაციები
საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის ქართველთა კავშირის განცხადება:
„დღეს, 24 აპრილს, მოსკოვში, მ. გორკის სახელობის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიმართება სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მიტინგი. წელს 100 წელი სრულდება ამ ტრაგიკული მოვლენიდან, რომელიც ოსმანურ თურქეთში მოხდა და რომლის დროსაც მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
1995 წლის 14 აპრილს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ ერთხმად მიღებულ განცხადებაში „1915-1922 წლებში სომეხი ხალხის გენოციდის დაგმობის შესახებ“ გაკიცხული არიან სომხების განადგურების ორგანიზატორები და 24 აპრილი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ განიხილება.
ვიწვევთ ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის ამ დიდი ხალხის ტრაგედია და ვინც სინდისის საქმედ მიიჩნევს მსხვერპლთა ხსოვნისათვის პატივის მიგებას, შემოგვიერთდნენ 15 საათზე გორკის სახელობის პარკში.რუსეთის ქართველთა კავშირის წევრების შეკრების ადგილია: მოსკოვი, ილინკას ქ. №4 („Гостиный двор“-ის შესასვლელთან)
შეკრების დრო: 14:00 საათი“.