უცხოეთი
ლავროვი: „სააკაშვილი შეიშალა და გადაწყვიტა, რომ ყველაფრის უფლება აქვს!“

zarub-1-an-2საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი ს. ვ. ლავროვის ინტერვიუს ფრაგმენტი რადიოსადგურ „სპუტნიკ“-ის „ეხო მოსკვი“-ს, „გოვორიტ მოსკვას“ პირდაპირ ეთერში (მოსკოვი, 2015 წლის 22 აპრილი).

კითხვა: ადამიანი საქმის კურსში არ არის, რომ იქ საერთოდ რაიმე კონფლიქტი იყო. ყველას გვახსოვს აშშ-ის კონგრესის ამასწინანდელი რეზოლუცია უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც იტქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ „მეგობრობის ხელი გაუწოდა ვ. ვ. პუტინს, ხოლო ვ. ვ. პუტინი ამის შემდეგ თავს დაესხა საქართველოს. ბ. ობამა იმ დროისათვის პრეზიდენტი ჯერ არ იყო. ეს ვერაგული გეგმაა თუ ჩვეულებრივი უმეცრება?

ს. ვ. ლავროვი: რაც შეეხება კავკასიის მოვლენებს 2008 წლის აგვისტოში, პუტინი მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. ის პეკინში იმყოფებოდა, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო. ის ყვებოდა, როგორ მიუახლოვდა ჯორჯ ბუშს, რომელიც ასევე პეკინში იყო ოლიმპიადის გახსნაზე და უთხრა: "ჯორჯ, ეს წუთია მივიღე ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ცხინვალს და სამშვიდობოებს დაესხა თავს". ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბუში ოდნავ შეიშმუშნა და თქვა: "რა ცუდია" და წავიდა. მანამდე კი, 2008 წლის აპრილში იმავე ჯორჯ ბუშმა, ანგელა მერკელთან და ნიკოლა სარკოზისთან და ნატოს სხვა ლიდერებთან ერთად ნატოს სამიტზე მიიღო დოკუმენტი, რომელშიც ეწერა, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ნატოში. ჩემი შეფასებით, ამან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ სააკაშვილი შეიშალა და გადაწყვიტა, რომ მისთვის ყველაფერი დაშვებული იყო. ამასთან, რამდენიმე კვირით ადრე თბილისში კონდოლიზა რაისიც იმყოფებოდა. შემდეგ რაისს ვკითხე, რაზე ისაუბრეს. მან მიპასუხა: "მოვუწოდე პოლიტიკური დარეგულირებისკენ".

რაც შეეხება იმას, თუ რა დგას ამ მოვლენების უკან - პროფესიონალიზმის არარსებობა თუ მართვადი ქაოსის შექმნის სურვილი, როცა „მღვრიე წყალში თევზის დაჭერა იოლია“, - ვიტყვი, რომ მომხრე ვარ იმისა, რომ ამერიკელები გონიერი ხალხია. რასაც ისინი აკეთებენ, გაცნობიერებულად ხდება. თუმცა მათ პროფესიონალები გამოეცალათ. მათ ჰყავდათ ძალიან ძლიერი და კვალიფიციური ახლო აღმოსავლეთის მცოდნენი. ახლა ასეთები ერთეულები არიან. სტრატეგიულად აშშ-ს არ სურს სიტუაცია, როდესაც მსოფლიოს „მნიშნელოვანი“ რეგიონები „იცხოვრებენ და კეთილდღეობასაც მოიწევენ“ დამოუკიდებლად, აშშ-ის გარეშე.