აქტუალური
კურატორები: მინდია ჯანელიძემ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ეველინ ფარკასსა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარ მოადგილე ტოდ ჩაპმანს უმასპინძლა

axali-aqt-3-mTსაქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ აშშ-ის წარმომადგენლობითი დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების საკითხებს, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას.

 აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ეველინ ფარკასმა დადებითად შეაფასა გამართული ორმხრივი კონსულტაციების შედეგები და კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.

axali-aqt-3-vniz