საქინფორმი ამთავრებს სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც ეძღვნება „ვირთხებს“ - უსახურ რიგით კაცუნებს, რომლებიც არიან ბანკების მობილური ოპერატორების, ინტერნეტ-პროვაიდერების, თბილისის მერიისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა შორის.
საქინფორმი იწყებს ლუსტრაციას - ქართველი ხალხი სახელებით უნდა იცნობდეს, თუ ვინ მუშაობს სააკაშვილზე, ანუ საქართველოს წინააღმდეგ - თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით!
საქინფორმი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ საცოდავი ადამიანების სახელებს არ იცნობს საზოგადოება, თუმცა ძალიან ბევრი მალე გაიცნობს - ზოგი მათი მეგობარი და მეზობელი, ნათესავი და თანამშრომელი - „ვირთხაა“! ამიტომ საქინფორმი დაჟინებით გთხოვთ: ჟუნალისტური გამოძიების მასალების გაცნობის შემდეგ მაქსიმალურად შეიკავეთ ემოციები - დაე მოღალატეებით პროკურატურა დაკავდეს და მათ კანონის წინაშე გასცენ პასუხი!
საქინფორმის რედაქცია