პუბლიკაციები
ლაჩარ სააკაშვილს კვლავ შეეშინდა წინა ხაზზე გამოჩენის და ამჯერად უკვე უკრაინაში ჩაისვარა!
sazog-1-an-4-mtსაქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. ექვსი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილ  № 08.08.08  დამნაშავე მიხეილ სააკაშვილს, ისევე რგორც 2008 წელს, შეეშინდა ომთან პირისპირ შეჩეხების, თუმცა უარი არ უთქვამს აგრესიულ რიტორიკაზე! როგორც გუშინ საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად კი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილი „ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში“ ჩავიდა ლუგანშჩინაში.

გადამდგარი ქართველი ლიდერის ვიზიტი ბოლომდე საიდუმლლოებით იყო მოცული და მედიის მიერ არ ანონსირდებოდა. სააკაშვილი ადგილზე მრავალრიცხოვანი დაცვით ჩავიდა, თუმცა, როგორც თავის დროზე საქართველოში, მხარეთა შეჯახების ადგილას ჩასვლის უბრალოდ შეეშინდა და ზურგში მდებარე არტემოვსკით შემოიფარგლა! იქ მან მოინახულა დონბასში მებრძოლი ქართველი დაქირავებული მებრძოლების ქვედანაყოფი. უკრაინულმა მედიამ განაცხადა, რომ გამყოფ ხაზზე სააკაშვილი არ ჩავიდა საარტილერიო და სნაიპერული ცეცხლის საფრთხის გამო, თუმცა იმ დღეს არავითარი სროლა და საბრძოლო შეტაკებები ლუგანშჩინაში, ცეცხლის კოორდინაციისა და კონტროლის ცენტრის მიერ, სადაც შედიან უკრაინის სამხედრო ძალების, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების, რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლები, დაფიქსირებული არ ყოფილა...

sazog-1-an-4-qv-1 sazog-1-an-4-qv-2