პოროშენკო განრისხებულია: მინისტრმა კვიტაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მთელი სისტემა ჩააფლავა!“
საქართველო, 20 აპრილი,
საქინფორმი. გადაწყვეტილება, გარს შემოეკრიბა „რეფორმატები“
სააკაშვილის გუნდიდან საკვანძო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უკრაინის სახელმწიფო დარგებში, პრეზიდენტ
პოროშენკოს ცუდად შემოუბრუნდა. ვერცერთმა გასტარბაიტერმა საქართველოდან, რომელიც პოროშენკოს ძალისხმევით უკრაინის პოლიტიკაში შეეკვეხა, არათუ რაიმეს რეფორმირება, არამედ ელემენტარული წესრიგის დამყარება ვერ შეძლო. „
ეს ჯანდაცვის ნაციონალური სისტემა კი არა ნაციონალური კატასტროფაა!“ - განაცხადა პოროშენკომ რეფორმების ნაციონალური საბჭოს სხდომაზე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი
ალექსანდრე კვიტაშვილის საქმიანობის შესახებ.
მისი თქმით, უკრაინის ჯანდაცვის სისტემაში სიტუაცია კრიტიკულია: „ძნელია დაასახელო დარგი, სადაც სიტუაცია ასე აშკარად პრობლემური, მიშვებული და ამდენად კორუმპირებულია!“ - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.