უცხოეთი
კიევში განრისხებულმა მეშახტეებმა პოროშენკოს ადმინისტრაციასთან ალყა გადათელეს!
1-aceplenie-zar-2საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. დონეცკის, ლუგანსკის, ლვოვისა და ვოლინის ოლქების მეშახტეები კიევის ცენტრში,  ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, თავისი მოთხოვნების გადასაცემად მივიდნენ. ისინი გამოდიან ლოზუნგებით: „მოგვეცით მეშახტეებს არა მოწყალება, არამედ გამომუშავების საშუალება“, „შეწყვიტეთ დარგის განადგურება“ და სხვ. უკრაინის სამთო მუშაკების დამოუკიდებელი პროფკავშირების ხელმძღვანელი მიხაილ ვოლინცას ცნობით, საპროტესტო აქციაში 2.5 ათასზე მეტი მეშახტე მონაწილეობს. მომიტინგეები, ჩაფხუტებზე კაკუნითა და შეძახილებით ადმინისტრაციის შენობას მიუახლოვდნენ, სადაც მილიციის 100-კაციანი კორდონი იდგა, ამასთან, სამართალდამცავებთან ერთად იყვნენ ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლებიც. ერთ-ერთმა აქტივისტმა მომიტინგეებს მოუწოდა, არ გადათელონ „ბოლო ზღუდე“ ქუჩაზე. „ამით ვერაფერს მივაღწევთ. მოდი, შევქმნათ ჯგუფი თითოეული რეგიონის წარმომადგენლისგან, რომელიც მოლაპარაკებებზე მივა ჯერ ადმინისტრაციაში, შემდეგ კი მინისტრთა კაბინეტში“, - განაცხადა მან.