დამნაშავე №08.08.08. მიხეილ საკაშვილმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში „ტურნე“ მოაწყო!
საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ძებნაში მყოფი გაქცეული დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი, როგორც ყოველთვის - ნახევრად უწიგნურად, იტყობინება თავის Facebook-გვერდზე:
“მიხეილ სააკაშვილი დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში ჩავიდა. აღმოსავლეთ უკრაინული ტურნეს ფარგლებში, ქვეყნის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარემ, ქალაქებში: კრამატორსკი, ლესიჩანსკი, არტიომოვსკასა და სევერო დონეცკში, უკრაინული არმიის მოწინავე პოზიციებზე დისლოცირებული შენაერთები მოინახულა (ვიდეო იხ.აქ). საპატიო სტუმრის რანგში, სააკაშვილი დონეცკის ოლქის შინაგან საქმეთა სპეც-დანიშნულების რაზმის მიერ, საგანგებოდ მოწყობილ წვრთნას დაესწრო და კურსანტებს საპატიო დიპლომები გადასცა. მიხეილ სააკაშვილი, ანტი-ტერორისტული ოპერაციების ზონის, ყველაზე ცხელ წერტილებს ეწვია და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების, იმ ქალაქებში დისლოცირებული საჯარისო შენაერთები მოინახულა, სადაც მრავალი თვის განმავლობაში, ყოველი დასახლებული პუნქტისთვის გამალებული ბრძოლები მიმდინარეობდა.
ვიზიტის პირველ პუნქტი - ქალაქ კრამატორსკში, სააკაშვილს უკრაინული არმიის გენერალ-მაიორმა ხუდობრიავკომ უმასპინძლა და ადგილზე არსებული ვითარება გააცნო. კრამატორსკიდან მიხეილ სააკაშვილი ქალაქებში: ლესიჩანსკში და არტიომოვსკში გაემგზავრა, სადაც შინაგან საქმეთა ადგილობრივი სამმართველოს, ანტი-ტერორისტულ შტაბს, და აეროდრომს ეწვია. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უშუალოდ ის ადგილებიც მოინახულა, რომელსაც პრო-რუსი სეპარატისტები, ჭურვებით ამ დრომდე სისტემატიურად ბომბავენ. ანტი-ტერორისტული ოპერაციის ზონაში, ვიზიტის ბოლო პუნქტი, ქალაქი სევერო დონეცკი იყო. უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილში, მიხეილ სააკაშვილი საგანგებო წვრთნას დაესწრო. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის ქალაქებში ვიზიტის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი და ამერიკელი ოფიცრების მიერ, გაწვრთნილ მებრძოლებს, სპეც-რაზმელის საგანგებო დიპლომები გადასცა და შეკრებილებს მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში გამარჯვება უსურვა”.