პუბლიკაციები
მამუკა არშეიძე: „ისლამური ხალიფატი უკვე საქართველოშია“

1-islamski-aqt-3-anსაქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებით, ხალიფატის მებრძოლთა რიგებში 25 ქვეყნის მოქალაქე იბრძვის, რომელთა საერთო რაოდენობა ამ დროისათვის 35 ათასამდეა, 10 ათასი კაცი კი საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისთვის ბანაკებში მომზადებას გადის. არეშიძის ინფორმაციით, ჩინეთშიც კი შეწუხებულები არიან იმით, რომ მათი მუსლიმური აღმსარებლობის მოქალაქე იუგურები ამ ომში მონაწილეობენ. არეშიძე ამბობს, რომ გერმანული პრესის ინფორმაციით, ხალიფატის რიგებში 70-მდე გერმანიის მოქალაქე ქალია ერაყში წასული, დაახლოებით ამდენივე  - საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

არეშიძე აცხადებს, რომ პირველი ვაჰაბიტები საქარველოში 1995 წელს გამოჩნდნენ, მაგრამ ამ საფრთხით არც ერთი ხელისუფლება არ დაინტერესებულა. მისი თქმით, თუ ადრე ხალიფატის მებრძოლთა რიგებში საქართველოს 170-მდე მოქალაქე იბრძოდა, ახლა მათი რაოდენობა 40-მდე შემცირდა. როგორც არეშიძე „ასავალ-დასავალს“ უცხადებს, ხალიფატის სირიის ფრონტს ხელმძღვანელობს თარხან ბათირაშვილი, ხოლო ერთ-ერთ მთავარ დაჯგუფება ალ ნუსას“ -  მუსლიმ მარგოშვილი.