აქტუალური
,,კვირის ქრონიკა“: ამ ჯგუფების წევრები დადიან ივანიშვილის შუშის სასახლეში, ბოზობენ, ლაყბობენ და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ

1-gruppa-aqt-2-an-3საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის სასახლის კარზე არსებობს ,,სასტავი“, რომელიც ექსპრემიერს ცრუ ინფორმაციებს აწვდის და გამუდმებით ტვინს ურევს. ამის შესახებ გაზეთი ,,კვირის ქრონიკა“ წერს.

,,ეს არის ვასილ მაღლაფერიძის .. კლანი. ივანიშვილის კარზე მის მიერ შერჩეული ჯგუფები დღეს აქტიურად მუშაობენ. ვინ აკონტროლებს საზოგადოება ,,2030“-და ვინ იწვევს ამ გადაცემის წამყვანებს? ვასილ მაღლაფერიძე. რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილს სურვილი გაუჩნდა, თავის კარზე შეექმნა .. საიდუმლო ჯგუფები, რომელთაგანაც ათასგვარ ინფორმაციას მოისმენდა და რჩევებს მიიღებდა. ვინ დაუკომპლექტა ეს ჯგუფები? რა თქმა უნდა, ვასილ მაღლაფერიძემ, ადამიანმა, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას ძალიან კარგად ერგება. ამ ჯგუფების წევრები დადიან ივანიშვილის შუშის სასახლეში, ბოზობენ, ლაყბობენ და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. ბევრმაც გააკეთა მაყუთი ბიძინას .. მრჩევლობით“,- აცხადებს წყარო.

მისივე ინფორაციით, აღნიშნული ჯგუფის წევრები ბიძინა ივანიშვილს ურთიერთობას უფუჭებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთანაც.

,,სასტავიშუშის სასახლის ბინადარს არწმუნებს, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის გადარჩენის შანსი მხოლოდ ლიბერალულ მიმართულებაშია და არა ირაკლი ღარიბაშვილში, კახი კალაძეში, ან იმ მიმართულებაში, რომელიც დღეს პარლამენტში ზის. სწორედ ამის გამო დასვა ვასილ მაღლაფერიძემ პარტია ,,ქართული ოცნებისაღმასრულებელ მდივნად ლიბერალი ირაკლი კობახიძე, რომელიც რას აკეთებს, არავინ იცის. სწორედ ამის გამო დასვა ,,2030“-ის წამყვანად ილიაუნის ლექტორი არჩილ გამზარდია და ასე შემდეგ“,- აცხადებს წყარო.

წყაროს მტკიცებით, ივანიშვილის კარზე მაღლაფერიძე ჯერ ე.წ პროდასავლური არასამთავრობოების წყალობით მოხვდა, ხოლო შემდეგ ,,ჩაშვების“ პოლიტიკის გამოყენებით ექსპრემიერის ნდობა თვითონვე დაიმსახურა.