განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის მაშინდელი განმარტებით კი, "გიორგი მარგველაშვილმა განათლების სამინისტროს შესთავაზა, რომ პრეზიდენტის სასახლე საგანმანათლებლო სფეროში გამოვიყენოთ". "შემიძლია, გაგანდოთ ინფორმაცია, რომელსაც პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ვფლობთ. გუშინ ვესაუბრე გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც შემოგვთავაზა და რომლის ინიციატივაც არის, რომ ეს შენობა საგანმანათლებლო სფეროში გამოვიყენოთ. ჩემი მოსაზრება არის, რომ ეს შენობა უნდა გამოვიყენოთ მილენიუმის მეორე კომპაქტის ფარგლებში, სადაც ვფიქრობთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დაფუძნებას. მე მგონი, ძალიან შესაფერისი და კარგი იქნებოდა ამ შენობის ამ საქმიანობისთვის გამოყენება", - განაცხადა თამარ სანიკიძემ 2013 წლის ნოემბერში.
დღეს კი პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელსაც საქართველოში ზოგი „პლასტილინიჩს“, ზოგი კი „კარალევა მარგოს“ ეძახის, გაჯიქდა და ცოცხალი თავით არ სურს სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციის დატოვება, რომელსაც უწინ თავად უწოდებდა „გარყვნილების ბუდეს“ და რომელიც ქართველ ხალს 1 მლრდ დოლარზე მეტი დაუჯდა (10 ათასი კვ/მ)... ასრულებს რა სააკაშვილის მითითებას, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოს საპრეზიდენტო სასახლე! - რომელიც სააკაშვილმა თავის მემკვიდრეს გადასცა კიევში - პოროშენკოს ინაუგურაციაზე, და ამავდროულად - თავისი უარის დასასაბუთებლად, გადავიდეს დიდებულ, თანამედროვე სტანდარტებით საგანგებოდ მისთვის გარემონტებულ ისტორიულ შენობაში ათონელის ქუჩაზე (რომელიც უწინ აშშ-ის სალეჩოს ეკავა თბილისში და რომელიც ქართველ გადასახადების გადამხდელებს 28 მლნ დოლარი დაუჯდათ), მარგველაშვილმა თავისი ფეისბუქ-გვერდის ყდაც კი შეცვალა (იხ. ფოტო ქვემოთ) - განათავსა ავლაბრის რეზიდენციის ფოტო, რომელზეც ამაყად წააწერა - „საქართველოს პრეზიდენტი“.