პოლიტიკა
„კარალევა მარგო“ – 2013 წელს: „პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამთავრობო კანცელარიაში განთავსდება, ავლაბრის რეზიდენციაში კი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი იქნება!“ - საქინფორმი

1-karaleva-pol-3-an-1-mtსაქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. 2013 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო კანცელარიაში განთავსდება, ხოლო ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გადავა. "მე არ ვარ მომხრე, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია იყოს ასეთი დიდი მოცულობის და ვფიქრობ, რომ თანხა, რომელიც ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობაზე დაიხარჯა, ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. პოლიტსაბჭოზე წამოვაყენე წინადადება, რომ იქ განთავსდეს უნივერსიტეტი, შემდეგ ვესაუბრე მინისტრს და ჩამოვყალიბდით, რომ ეს უნდა იყოს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც მომავალი წლიდან გაიხსნება. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინიტრაცია განთავსდება სახელმწიფო კანცელარიაში და ამის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ეს საქართველოს მაღალი ხარისხის განათლებას მოუტანს. მიხარია, რომ ფული, რომელიც ბიუჯეტიდან ასეთ ფეშენებელურ შენობაზე დაიხარჯა, მოხმარდება ქართველ სტუდენტებს და მათ განათლებას", - აცხადებდა მაშინ მარგველაშვილი...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის მაშინდელი განმარტებით კი, "გიორგი მარგველაშვილმა განათლების სამინისტროს შესთავაზა, რომ პრეზიდენტის სასახლე საგანმანათლებლო სფეროში გამოვიყენოთ". "შემიძლია, გაგანდოთ ინფორმაცია, რომელსაც პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ვფლობთ. გუშინ ვესაუბრე გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც შემოგვთავაზა და რომლის ინიციატივაც არის, რომ ეს შენობა საგანმანათლებლო სფეროში გამოვიყენოთ. ჩემი მოსაზრება არის, რომ ეს შენობა უნდა გამოვიყენოთ მილენიუმის მეორე კომპაქტის ფარგლებში, სადაც ვფიქრობთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დაფუძნებას. მე მგონი, ძალიან შესაფერისი და კარგი იქნებოდა ამ შენობის ამ საქმიანობისთვის გამოყენება", - განაცხადა თამარ სანიკიძემ 2013 წლის ნოემბერში.

დღეს კი პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელსაც საქართველოში ზოგი „პლასტილინიჩს“, ზოგი კი „კარალევა მარგოს“ ეძახის, გაჯიქდა და ცოცხალი თავით არ სურს სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციის დატოვება, რომელსაც უწინ თავად უწოდებდა „გარყვნილების ბუდეს“ და რომელიც ქართველ ხალს 1 მლრდ დოლარზე მეტი დაუჯდა (10 ათასი კვ/მ)... ასრულებს რა სააკაშვილის მითითებას, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოს საპრეზიდენტო სასახლე! - რომელიც სააკაშვილმა თავის მემკვიდრეს გადასცა კიევში - პოროშენკოს ინაუგურაციაზე, და ამავდროულად - თავისი უარის დასასაბუთებლად, გადავიდეს დიდებულ, თანამედროვე სტანდარტებით საგანგებოდ მისთვის გარემონტებულ ისტორიულ შენობაში ათონელის ქუჩაზე (რომელიც უწინ აშშ-ის სალეჩოს ეკავა თბილისში და რომელიც ქართველ გადასახადების გადამხდელებს 28 მლნ დოლარი დაუჯდათ), მარგველაშვილმთავისი ფეისბუქ-გვერდის ყდაც კი შეცვალა (იხ. ფოტო ქვემოთ) - განათავსა ავლაბრის რეზიდენციის ფოტო, რომელზეც ამაყად წააწერა - „საქართველოს პრეზიდენტი“.

1-karaleva-polt-3-1-qv