პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „დღეს საფუძველი ჩაეყარა უპრეცედენტო პროგრამას, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ მოიძებნება. ეს დღე ეკუთვნის მთელს საქართველოს“

1-analog-polit-2საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე განაცხადა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ პროექტის მხარდაჭერისთვის, რომლის მიზანიც არის C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში.

მინდა გულითადად მივესალმო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადო მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით. თქვენი დახმარებით შევძლებთ ასიათასობით ადამიანის სრულ განკურნებას, რომლებიც არიან დაავადებული C ჰეპატიტით. ვულოცავ ამ დღეს ბატონ დავით სერგეენკოს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულნი იყვნენ ამ პროექტის განხორციელებაში“,–აღნიშნა პრემიერმა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.