პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრს შეხვდა
1-infra-polit-1საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნოდარ ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს.  ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის მეთაურს ინფრასტრუქტურისა და რეგიონების  განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. პრემიერ–მინისტრმა  წარმატებები უსურვა ნოდარ ჯავახიშვილს მომავალ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება.