პოლიტიკა
ბიზნესომბუდსმენი: „კატეგორიულად გამოვრიცხავთ მაღალი თანამდებობის პირების რაიმე სახით ჩარევას კერძო კომპანიების საქმიანობაში!”

1-ombuds-polit-1საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ბიზნესომბუდსმენი ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „თავისუფალი ბიზნესგარემო და ბიზნესის ხელშეუხებლობა ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია და ამ საკითხის ეჭვქვეშ დაყენება ჩვენთვის სრულიად მიუღებელია.

რაც შეეხება კონკრეტულად შპს „ემ ენ ჯორჯიას“ საქმეს... კომპანიის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შპს „ემ ენ ჯორჯია“, სხვადასხვა სახის სპეკულაციებით, მათ შორის, მაღალ თანამდებობის პირებთან ახლო კონტაქტების არსებობაზე აპელირებით, მათთან ექსკლუზიური ხელშეკრულების მოპოვებას ცდილობდა. ბიზნესომბუდსმენმა კომპანიის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ გამორიცხული იყო სახელმწიფოს რომელიმე თანამდებობის პირის მიერ კომპანიის საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა და ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით მათ შეეძლოთ მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორსაც კომპანიის ინტერესები მოითხოვდა. რაც შეეხება მხარეთა შორის ურთიერთობას, იგი  კომერციული ურთიერთობაა და სადავო საკითხები უნდა გადაწყვეტილიყო კანონმდებლობის შესაბამისად. სწორედ აღნიშნულის შედეგია, რომ დღეს ამ სამუშაოებს 3 კომპანია ასრულებს და არა ერთი - ექსკლუზიურად. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შპს „ემ ენ ჯორჯიას“ ბრალდებები“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.