უცხოეთი
გფბ-ის ხელმძღვანელის სიტყვებმა პოლონელებსა და ჰოლოკოსტზე დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია - ამერიკის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტის გადასაცემად გამოიძახეს
1-holokost-zar-3-anსაქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. გფბ-ის დირექტორმა ჯეიმს კომიმ ჰოლოკოსტზე პასუხისმგებლობის ნაწილი პოლონეთს დააკისრა, ასევე, მან პოლონელები და უნგრელები ნაცისტებს გაუთანაბრა. 15 აპრილს ვაშინგტონში, ჰოლოკოსტის მემორიალურ მუზეუმში გამოსვლისას მან განაცხადა: „მკვლელები და მათი დამხმარენი გერმანიიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან და ბევრი სხვა ადგილიდან მათი გაგებით არაფერს ცუდს არ აკეთებდნენ. მათ თავი დაირწმუნეს, რომ ეს სწორია და უნდა აკეთონ“. ამ სიტყვების შემდეგ პოლონეთსა და ამერიკას შორის ნამდვილი დიპლომატიური სკანდალი გაჩაღდა. პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ გფბ-ის ხელმძღვანელის სიტყვები მოწმობს „ისტორიული ცოდნის ნაკლებობას“ და ისინი „იმ ათასობით პოლონელის შეურაცხყოფაა, რომლებიც ებრაელებს ეხმარებოდნენ“.