სახელმწიფო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ყოველთვიურ 1000-ლარიან კომპენსაციას დაუნიშნავს

საქართველო, 21 აპრილი,
საქინფორმი. აღნიშნული სამთავრობო ინიციატივა მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახებს დაუწესდათ ყოველთვიური დახმარება, რომელიც გასულ წელს -
500 ლარი იყო, წელს კი
1000 ლარი გახდა.