შსს-მ არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველო, 21 აპრილი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა
ბექა წ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „
ტე-ტე“-ს ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი,
1 მჭიდი და
3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.