პოლიტიკა
აჰმედ ზაკაევი: „ეს თავის ტკივილი საქართველოს შემოუტრიალდება, როგორც დიდი ტრაგედია. ვინც სირიაში წავიდა, ყველა არ მოკვდება, ისინი დაბრუნდებიან“

1-ahmed-polit-3-analit-5საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის პრემიერ-მინისტი საქართველოს მთავრობას ლონდონიდან აფრთხილებს. აჰმედ ზაკაევი პირდაპირ ამბობს, რომ სირიაში წასული მეომრების უკან, პანკისის ხეობაში დაბრუნების შემდეგ, ისლამური სახელმწიფოდან ძალადობრივი ტალღის იმპორტი უკვე საქართველოსაც დაემუქრება.

აუცილებელია საქართველოს მთავრობამ პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს მეტი ყურადღება დაუთმოს. დღეს ისინი არიან მოწყვეტილები იმ პოზიტიური პროცესებისაგან, რომელიც დანარჩენ საქართველოში ვითარდება, პანკისელები თბილისს უყურებენ, როგორც სხვა სახელმწიფოს. 97 პროცენტი პანკისში უმუშევარია, ხალხს არ აქვს არსებობს მინიმალური საშუალება. თუ თბილისში იფიქრებენ, რომ რაც უფრო მეტი წავა პანკისიდან უკეთესია და ამით ნაკლები თავისტკივილი იქნება, ასეთი ფიქრი დიდი დანაშაულია", - აცხადებს აჰმედ ზაკაევი.