პუბლიკაციები
უკრაინაში ბანდერელებმა ღამით, ლაჩრებივით მალულად, პოსტამენტიდან ჩამოაგდეს ლეგენდარული რუსი მზვერავი ნიკოლაი კუზნეცოვის ბიუსტი

1-bandera-zar-1-anსაქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ბიუსტი სოფელ პოვჩის ცენტრში მდებარეობდა, ახლა იქ ამაყად და უადგილოდ უკრაინული დროშა აღმართულა. ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს გააპროტესტა, რაიონული საბჭოს დეპუტატი მიხაილ ბურდელია, თუმცა, მას ყური არავინ უგდო, ისევე, როგორც არავინ მოძებნის არამზადებს, რომლებმაც ხელი აღმართეს საბჭოთა კავშირის გმირზე, ახლა რომ ვოლინზე „ბოლშევიკების აგენტ-ტერორისტს“ უწოდებენ.

ნიკოლაი კუზნეცოვი, უბრალო ბიჭი ურალიდან, რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა გერმანულს, ვერმახტის ოფიცერი პაულ ზიბერტის სახით, მთელ როვნოს შიშით აზანზარებდა. მან პირადად დახვრიტა ნაცისტური გერმანიის ოკუპაციური ადმინისტრაციის 11 გენერალი და მაღალჩინოსანი. ასეთი რამ არ უქნია მთელ ბანდერულ ჯგროს, რომელიც ვითომდა „ევროპის თავისუფლებისთვის“ იბრძოდა. სამაგიეროდ, „ეს-ეს“-ის დივიზია „გალიჩინაში“ მშვიდობიან მოსახლეებზე მოძალადე ნაძირალა მოღალატეების სინდისზეა რუსი მზვერავის დაღუპვა 1944 წლის 9 მარტს, უშუალოდ ლვოვის გათავისუფლების წინ.

„დანაშაულებრივმა“ საბჭოთა ხელისუფლებამ დასავლეთ უკრაინაში ააშენა ახალი ქალაქი კუზნეცოვსკი, სადაც რუსული ატომური ელექტროსადგური დგას, რომლის წყალობითაც დღე ბანდერელების მთელი მხარეა განათებული. რადას მიერ ამას წინათ მიღებული კანონით, ახლა ქალაქს სახელი უნდა გადაარქვან. გასაგებია, რომ ელექტროენერგიაზე „ღირსების რევოლუცია“ უარს არ იტყვის.

რა ემართება უკრაინას, რომელმაც ფაშისტური და ბანდერელი „გამათავისუფლებლების“ ტყვიებისგან 6 მლნ ადამიანი დაკარგა? როგორ უნდა შეფასდეს, მაგალითად, პეტრო პოროშენკოს განცხადება, რომ მეორე მსოფლიო ომი იოსებ სტალინის გამო დაიწყო?! თითქოს ეს სტალინი დაესხა თავს გერმანიას და არა პირიქით...

შეგახსენებთ, რომ ბანდერა ძაღლივით ჩაცხრილეს მიუნხენში ცე-რე-უს ფრთის ქვეშ მყოფმა მისმავე თანამონაწილეებმა. შორს არ არის ის დრო, როცა მთელ უკრაინას აეხილება თვალი. ის გაიხსენებს ბოგდან ხმელნიცკის, ოლეგ კოშევოის, კოვპაკის და სხვათა დიდებულ სახელებს და არა ყალბი გმირებისას.

ეს კრემლისთვისაც გაკვეთილია. ნიკოლაი კუზნეცოვის პირველი ძეგლების მოხსნა ხომ ჯერ კიდევ 1992 წელს დაიწყეს, როცა უკრაინას პოლიტბიუროს ყოფილი წევრი კრავჩუკი ხელმძღვანელობდა...