პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „სოლიდარობის ფონდის“ დახმარებით ჩვენ შევძელით ძალიან მოკლე დროში რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა!“

1-gariba-polit-2საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „სოლიდარობის ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ფონდის საქმიანობას უკვე შეუერთდა 240 საჯარო უწყების 40 000-ზე მეტი თანამშრომელი და 17 კერძო კომპანია.„სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობის ანგარიში მთავრობის მეთაურს  ფონდის ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა წარუდგინა.

9 თვის განმავლობაში ფონდში 2 მილიონ  400 ათასი ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი, რითაც პირველ ეტაპზე პრაქტიკულად გადაიჭრა 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისათვის ფინანსური პრობლემა. დღეისთვის  დამტკიცებულია 86 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრული დაფინანსება“, - აღნიშნა პრემიერმა და იქვე დასძინა: „უნდა მოვუწოდოთ ყველას, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფონდის საქმიანობაში,  უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად; რაც ძალიან მნიშვნელოვანია  იმ კუთხითაც, რომ ეს არის კონკრეტული ნაბიჯები სოლიდარული სახელმწიფოს შექმნისკენ“, - აღნიშნა მან.