რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: პანკისიდან სირიაში დაქირავებულ მებრძოლებს საქართველოში აშშ-ის საელჩო აგზავნის! ისინი დაბრუნდებიან და თბილისში „არაბულ გაზაფხულს“ მოაწყობენ

1-amerika-polit-1-redaq-1საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ - საინფორმაციო სააგენტო “REX”-ს.

- ბატონო არნო, გასულ კვირას საქართველოში დიდი სკანდალი ატყდა - როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდებს პანკისის ხეობიდან, 200-მდე ადამიანს, გადაიბირებდნენ და ჯგუფებად  აგზავნიდნენ სირიაში საომრად. როგორ მოახერხეს მათ საქართველოს ტერიტორიის დატოვება? ვინ დაეხმარა მათ, დაუბრკოლებლად გადაელახათ საკონტროლო-გამშვები პუნქტები საზღვრებზე?

- სირიაში პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩრდილოკავკასიური ეროვნების წარმომადგენლების გაგზავნის ორგანიზებას სახდეპი და „ცე-რე-უ“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მეშვეობით ახორციელებდა. უშუალო შემსრულებლებს, ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს ემისრების გარდა, რომლებმაც პანკისში გადასაბირებელი პუნქტი გახსნეს, წარმოადგენენ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები - საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები.

- ეს ძალიან სერიოზული განცხადება და ბრალდებაა... რა მტკიცებულებები გაქვთ?

- ყველა მტკიცებულება დაწვრილებით წარმოვადგინე ჯერ კიდევ 2010 წლის 16 დეკემბრის პუბლიკაციაში „კამო გრიადეში, მიხეილ სააკაშვილი?!“, იმიტომ, რომ ძნელად მისადგომი პანკისი ყოველთვის იყო დაქირავებულ მებრძოლთა ბაზა, საწვრთნელი ბანაკი და ლაზარეთი. უწინ აშშ, პრეზიდენტი სააკაშვილის, შს მინისტრი მერაბიშვილისა და შსს-ს სტრუქტურაში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტის ხელით, იყენებდნენ ამ მებრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში.

 პანკისში ახალწვეულებს ტერორისტული ომის მეთოდებს შეასწავლიდნენ, თუმცა, გარდა ადამიანური რესურსებისა, პანკისის გავლით დასავლეთი უხვად ამარაგებდა ჩრდილოკავკასიურ იატაკქვეშა ბანდფორმირებებს ფინანსებითა და საუკეთესო თანამედროვე შეიარაღებით.

 

მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის პრეზიდენტმა კადიროვმა ალაგმა მათი საქმიანობა, დაქირავებულმა მებრძოლებმა პანკისიდან სხვა მიმართულებით - სირიაში, ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოში იწყეს დენა, სადაც მათ 10-ჯერ მეტს უხდიან, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიისთვის უხდიდნენ.

კიდევ რა მტკიცებულებები არის საჭირო?! ვინ შეაიარაღა და აღჭურვა ბოევიკები სირიაში, დაარქვა მათ „მეამბოხეები, დემოკრატიული ოპოზიცია“ და მრისხანედ ამუნათებდა რუსეთსა და პუტინს „სისხლიანი დიქტატორის“ - კანონიერი პრეზიდენტი ბაშარ ასადის მხარდაჭერისთვის? აშშ!

საქართველოში რომელი ქვეყანა ხსნის ოფიციალურად ნატოს საწვრთნელ ბანაკებს (ბაზებს) სირიელი „მეამბოხეების“, ასევე - მოხალისეების მოსამზადებლად ნებისმიერი ქვეყნიდან, რომლებიც სირიაში დაქირავებულ მებრძოლებად წასვლის სურვილს გამოთქვამენ? აშშ!

ვინ ომობს აღმოსავლეთისა და აფრიკის თითქმის ყველა ქვეყანაში და იქ სახელმწიფო გადატრიალებებს აწყობს? აშშ!

საქართველოში რომელი ქვეყნის ელჩი დგას სტატუსით იესო ქრისტეზე მაღლა, რომლის გარეშეც აქ არ იხსნება ჭრა-კერვის წრეებიც კი? მხოლოდ აშშ-ის ელჩი, რომლის „რეკომენდაციები“ საქართველოს ხელისუფლებისთვის მკაცრ ინსტრუქციებს წარმოადგენს! მხოლოდ რიჩარდ ნორლანდი, რომელსაც, საელჩოს შესაბამისი თანამშრომლების მეშვეობით, შეეძლო ებრძანებინა, დაუბრკოლებლად გაეტარებინათ სასაზღვრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე თბილისის აეროპორტსა და სარფში თურქეთის გავლით სირიისკენ მიმავალი ახალგაზრდა „თავგადასავლების მაძიებლები“ პანკისიდან. ერაყი, ავღანეთი, ცენტრალური აფრიკა, უკრაინა, ახლა კი - სირია: აშშ-მა ააღორძინა შუასაუკუნეობრივი ტრადიციები, როცა ქართველები აღმოსავლეთის მმართველების სამსახურში მამლუქებად მიეშურებოდნენ!

- მაგრამ რა გამორჩენა აქვს აქედან საქართველოში ექსმმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის დამფუძნებელსა და უცვლელ ლიდერს - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს?

- ამა წლის შემდოგომისათვის სირიასა და უკრაინაში საბრძოლო ნათლობა და გამოცდილება მიღებული ბოევიკები საქართველოში დაბრუნდებიან და აქ „არაბული გაზაფხულის“ ტიპის სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობენ, რომლის შემკვეთი -  სახდეპია: ამერიკას ეშინია, რომ საქართველო ნეიტრალური გახდება, ამერიკისთვის საკმარისი არ არის, რომ საქართველო პროამერიკული იყოს, ამერიკისთვის აუცილებელია, რომ საქართველო ანტირუსული იყოს! ამჟამინდელი, თუნდაც უხერხემლო, მოღალატეებით სავსე და სრულებით ამერიკის მონა-მორჩილი ხელისუფლების პირობებშიც კი, ეს მთლად არ გამოდის...

მალე მათ შეუერთდება სააკაშვილი თავისი „ქართული ლეგიონით“ უკრაინიდან, და ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი (აბუ ომარ აშ-შიშანი), პანკისელებისგან შემდგარი ბატალიონით სირიიდან. გასულ კვირას შს ექსმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და თბილისის ექსმერმა გიგი უგულავამ შემთხვევით როდი განცხადეს სასამართლოზე,  რომ მალე გათავისუფლდებიან და ანგარიშსწორებას მოახდენენ! და ისინი თავის დაპირებას შეასრულებენ - ზუსტად ვიცი, რომ „ნაციონალებს“ მზადა აქვთ არასასურველ პირთა სიები, რომლებიც პირველ რიგში ლიკვიდირებული ანდა იზოლირებული უნდა იქნენ! თუმცა, სიები ჩვენც გვაქვს...

მას შემდეგ, რაც ინტერპოლმა გასულ კვირას წითელი ცირკულარიდან ამოიღო იუსტიციის ექსმინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც ქართველებმა „რუხი კარდინალი“, ბიძინა ივანიშვილმა კი „კარგი მენეჯერი“ უწოდეს, საქართველოში უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ შორს არაა ის დრო, როცა ციხიდან გამოვა მეორე კაცი, რომელსაც ბიძნა ივანიშვილმა ასევე „კარგი მენეჯერი“ უწოდა - შს ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი, მის კვალდაკვალ კი - უგულავა, ბაჩანა ახალაია და ყველა დანარჩენი.

- ესე იგი თქვენ ფიქრობთ, რომ  „ნაციონალები“ და სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან? რამდენად სერიოზული მხარდაჭერა აქვთ მათ საქართველოში? და ამ შემთხვევაში რაზე ფიქრობს ამჟამინდელი ხელისუფლება?!

- „ნაციონალები“ და სააკაშვილი, თუნდაც აქ აშშ-ის მთელი არმია ჩამოფრინდეს, დესტაბილიზაციის გარდა, ვერაფერს შეძლებენ. საქართველოში ხალხმა, სხვათა შორის ისევე, როგორც უკრაინაში, გამოფხიზლება დაიწყო. ნახეთ უკრაინული მედია - ტოტალური სისხლისღვრა, არეულობა და დაპირისპირება, ჟურნალისტთა ჟლეტა; სააკაშვილი ცოლთან ერთად ადამიანის, განსაკუთრებით - სასქესო, ორგანოებით ვაჭრობს (რის შესახებაც არაერთხელ ვაფრთხილებდი ბოლო 5 წლის მანძილზე!); სააკაშვილი უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი იარაღით ვაჭრობს; სააკაშვილის ხელდასხმულმა - მინისტრმა კვიტაშვილმა გაანადგურა უკრაინის ჯანდაცვა და გაყარა კლინიკის ხელმძღვანელები - მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერები; გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე საყვარელიძე მაღალჩინოსნების ტელედაჭერებს აწყობს, რომლებსაც შემდეგ, მტკიცებულებების არქონის გამო, უშვებენ (როგორც ეს ამას წინათ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის დაკავების შემთხვევაში მოხდა); შს მინისტრის პირველი მოადგილე ზღულაძე პანტაპუნტით ხსნის ყველა თანამშრომელს და ქუჩიდან იყვანს ახლებს... აი ასე, სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელით, აშშ-მა 45-მილიონიანი აყვავებული ქვეყანა კრიმინალურ „შავ ხვრელად“ გადააქცია...

რაც შეეხება საქართველოს: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - ნიჭიერი და გამბედავი ახალგაზრდა კაცია უაღრესად დადებითი პიროვნული თვისებებით. თუმცა, ის ცოტას თუ წყვეტს - საქართველოში ყველაფერს წყვეტს №1 მოქალაქე - ექსპრემიერი-მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. ღარიბაშვილი მარგველაშვილი არ არის, რომელმაც ზურგი აქცია ივანიშვილს ინაუგურაციის მეორე დღეს - „მადლიერების“ ნიშნად იმისათვის, რომ მან „ჭაობიდან“ ამოათრია და პრეზიდენტად აქცია. ღარიბაშვილი უბრალოდ არასაკმარისად გამოცდილია იმისათვის, რომ თავის ჭკუაზე მოიქცეს, ივანიშვილს კი ისე დაანახვოს, რომ დაარწმუნოს! ეს იოლი როდია იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილამდე - მიუღწევლად შორია და მას, როგორც წესი, მხოლოდ ანგარიჟებული ინფორმაცია მიეწოდება.

მეტსაც ვიტყვი - საქართველოში უკვე გავრცელდა მითქმა -მოთქმა, რომ მთელი ეს სამარცხვინო 3-წლიანი კოჰაბიტაცია - საერთაშორისო დამნაშავე № 08.08.08 მიხეილ სააკაშვილის დაუბრკოლებელი გამგზავრებაა აშშ-ში; მისი ჩინოვნიკები, რომელსაც საქართველოს არ გადასცემს არც ერთი ქვეყანა და რომელთა მიმართაც სასაცილო ბრალდებები ქართულ სასამართლოებში ერთიმეორის მიყოლებით ქარწყლდება; ინტერპოლის უარი, ძებნაში გამოაცხადოს სააკაშვილი წითელი ცირკულარით, საიდანაც გასულ კვირას ადეიშვილი ამოიღეს - ივანიშვილის თანხმობით ხდება, რომელსაც ეშინია, რომ „ნაციონალები“ მის წინააღმდეგ რაღაც კომპრომატებს გამოაქვეყნებენ...

- რამდენად შესაძლებელია, რომ ეს სინამდვილეს შეესაბამებოდეს?

- რისი შეიძლება ეშინოდეს ივანიშვილს ისეთს, რას გამოაქვეყნებენ „ნაციონალები“, რაც აქამდე არ ვიცოდით? დიახ, ის აძლევდა სააკაშვილს ასობით მილიონ დოლარს კარგი საქმეებისთვის, საიდანაც მიშა ნახევარს იჯიბავდა. დიახ, ის ინახავდა შსს-საც, ქართულ არმიასაც, მათ შორის, ყიდულობდა მისთვის შეირაღებას, რომელსაც სააკაშვილი პარტიებად ყიდდა მესამე ქვეყნებში ტერორისტებზე. დიახ, მას ჰქონდა ურთიერთობა მერაბიშვილთან, ადეიშვილთან და სააკაშვილის ბიძა - თემურ ალასანიასთან. მერე რა? ყველაფერი ეს ხალხმა იცის, მაგრამ არ საყვედურობს ივანიშვილს, იმიტომ, რომ ბიძინამ ამის კომპენსირება სააკშვილის ჩამოგდებით მოახდინა.

რაც შეეხება „დამოუკიდებელი Georgia“-ს საგარეო პოლიტიკურ კურსს, მისი კორექციაც კი, არაფერი რომ არ ვთქვათ ცვლილებებზე, ივანიშვილის კომპეტენციის ფარგლებს ცდება, ღარიბაშვილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეს აშშ-ის სახდეპის პრეროგატივაა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა 3-წლიანი მმართველობის მანძილზე სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში, რომ არა აშშ-ის მძლავრი წინააღმდეგობა, რომელიც მის მიერ ხელდასხმულებს იცავდა. ამიტომ სამწუხარო სანახავია ის „ოპოზიციური პარტიები“, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოძრაობები საქართველოში, რომლებიც მიტინგებსა და მედიაში ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე გაჰყვირიან, თუმცა, ეშინიათ იმის თქმა, რომ ამაში მთავარი დაბრკოლება არის აშშ! მეტიც, „მამაო ჩვენოსავით“ იმეორებენ: „აშშ, ნატო, ევროკავშირი, საქართველო - აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!“, თუმცა დუმან, როცა ყოველ მორიგ დაკავებას საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდის პროტესტი მოჰყვება.

- აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აქვთ თუ არა მხარდაჭერა „ნაციონალებს“ ხალხში?

- ხალხში -არა, სამაგიეროდ, თიქთმის 100-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ ქართულ ტელესივრცეში. ყველა დიდი ტელეარხი, გინდაც - „რუსთავი 2“ და „იმედი“, ინგა გრიგოლიასთან ერთად, სავსებით საკმარისია, რომ ყოველდღიურად დაასამარონ ეს ხელისუფლება! 21-ე საუკუნეში რევოლუციების ბედს არა ბელადი და ხალხი, არამედ მედია და დაზვერვა წყვეტს! 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ ბედი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გადაწყვიტა და დღეს შეუძლია „ქართული შემოდგომის“ ბედიც გადაწყვიტოს! ამას დავუმატოთ ჯერ კიდევ მოქმედი  „თხუნელები“ ძალოვან სტრუქტურებში და ფსევდო-ინტელიგენციის საზიზღარი კატეგორია, რომელსაც თავი ლამის „ერის ნაღები“ ჰგონია. დიახ, „ნაციონალებს“ სწორედ ეს სულითა და ხორცით პროსტიტუტკები დაუჭერენ მხარს, რომელთათვისაც „ამერიკული თავისუფლება“ ინდულგენციად და მათი სულიერი და ხორციელი გარყვნილების გამართლებად იქცა. „ადამიანი თავისუფალია!“ - დეკლარირებენ თვითნებობას და ღალატს „შარლი ებდოსა“ და „ფუსი რაიოტის“ ქართველი თაყვანისმცემლები, თუმცა, თავისი ბუნებით ისინი უმეცარი და უზნეო პროვინციალები, ცხოველური ინსტინქტების მქონე უნიჭო,  და თავის არასრულფასოვნებით დაკომპლექსებული ჯამბოზები არიან!

- გმადლობთ ინტერვიუსთვის, ბატონო არნო.

- დასასრულ, ვიტყოდი, რომ გასულ კვირას „აშშ-ის ლუსტრაციის კვირას“ ვუწოდებდი. გარდა ამისა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, აშშ-მა გასულ კვირას კიდევ ერთხელ მოახდინა ორმაგი სტანდარტების დემონსტრირება, როცა ღიად გამოვიდა სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ საქართველოში, ღია ზეწოლა მოახდინა ქართულ სასამართლოზე!

ორი სიტყვით: რამდენიმე თვის წინ უპოპულარესმა ქართულმა გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“, რომელიც დამსახურებულად მიიჩნევა ხალხის გაზეთად, გამოაქვეყნა თვითმხილველთა მონათხრობი და ვიდეომასალა, რომლებიც მოწმობს, რომ სააკაშვილის ბანკირი - „TBC Bank”- ის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე, საქართველოში ეროვნული მოძრაობის განთიადზე - 1999 წლის 18 თებერვალს, როცა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკისა და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი იყო, მონაწილეობდა მიტინდგის დარბევაში და ხელი ასწია მერაბ კოსტავაზე - პირველ დისიდენტზე, პოლიტპატიმარსა და ლიდერზე, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს სცემენ საქართველოში მისი პატიოსნების გამო. საუბარია არა ცხონებული კოსტავას სიმართლესა ან შეცდომაზე, არამედ იმაზე, რომ ბანკირმა-მილიონერმა სასამართლოში უჩივლა ამ პატივსაცემ გაზეთს და საკუთარი „პატივის, ღირსებისა და ბიზნესისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანისთვის“ 150 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა. სანამ საქმე სამართალწარმოებაში იყო, „ასავალ-დასავალის“ რედაქციაში „TBC Bank”- ის მიერ მოტყუებული ასობით მეანაბრემ იხუვლა, გლეხებმა, რომლებსაც ხაზარაძემ საძოვრები წაართვა, „ცეკავშირის“ მეპაიეებმა, რომლებიც მან უბრალოდ „გადააგდო“ და შენობა წაართვა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ხაზარაძის სარჩელი და მხოლოდ დაავალდებულა „ასავალ-დასავალი“, ბოდიში მოეხადა, მაგრამ ხაზარაძემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. გასულ ხუთშაბათს პარასკევს კი - 17 აპრილს, აშშ-ის სავაჭრო პალატამ, მისმა წარმომადგენელმა თედ ჯონასმა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლიმ (სააკაშვილის სპონსორი და ხელდასხმული, საქართველოს სავაჭრო პალატის ექსთავმჯდომარე, რომელსაც საქართველოში „ქსეროქსი“ უწოდეს), გააკეთეს მრისხანე განცხადება, სადაც დაიცვეს ხაზარაძე და მოუწოდეს ქართულ სასამართლოს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ქართული პრესის ფლაგმანი „ასავალ-დასავალის“ „მტკნარი სიცრუე“ - სამაგალითოდ დასაჯოს გაზეთი, აიძულოს კომპენსაციის გადახდა ხაზარაძისთვის, სანამ საქმე, ხაზარაძის მიერ  სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო, ჯერ კიდევ მომდევნო სასამართლო ინსტანციაში იმყოფება. აქაოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში „უზარმაზარი ზიანი მიადგება ქართულ ეკონომიკას, რომელსაც ზურგს აქცევენ ინვესტორები, დაინახავენ რა, რომ ბიზნესი საქართველოში დაუცველია“, რის შედეგადაც მთელი ქართველი ხალხი მშიერი დარჩება... მეტიც, მათ მიმართეს საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ შემოიღონ შეზღუდვები მედიისთვის - სადამსჯელო კანონი დეფომაციის შესახებ,  მომავალში სხვა ჟურნალისტებისთვისაც ჭკუის სასწავლი რომ იყოს! ამგვარად, დემონსტრატიულად ღიად მოხდა უპრეცედენტო არნახული ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე „საქართველოს №1 სტრატეგიული პარტნიორი” - აშშ-სგან, და ამავდროულად, განხორციელდა იერიში თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე და დემოკრატიაზე საქართველოში.

თუმცა, მონებს რად უნდათ დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია?..

თბილისი-მოსკოვი
2015 წლის 20 აპრილი