პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „სირიაში მოხალისეების გადასვლის პრობლემა მსოფლიოს თავის ტკივილია და მსოფლიო ლიდერები ამ დრომდე ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ აღკვეთონ და მოახდინონ პრევენცია!”
Siria-polit-3საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პანკისის ხეობა ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია და უსაფრთხოების ზომები დაცულია. "პანკისის ხეობის მიმართ ჩვენი ხელისუფლების ყურადღება გაორმაგებული და გაოთხმაგებულია. ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენთ ხეობის მიმართ. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, არ მინდა წინა ხელისუფლებასთან პარალელი გავავლო, თუმცა შეგახსენებთ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია სწორედ წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო. უკანონო შეიარაღებული ჯგუფები გადაადგილდებოდნენ თავისუფლად საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენმა მთავრობამ მოახერხა ის, რომ მთელი ეს ტერიტორია გავაკონტროლეთ. ჩვენ წარმატებულად ვთანამშრომლობთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. შეგახსენებთ, რომ ხეობიდან 100-ზე მეტი მკვიდრი წინა ხელისუფლების დროს გავიდა სირიაში. ამჯერად სულ რამდენიმე ახალგაზრდა გადაადგილდა და თურქეთის გავლით, სავარაუდოდ, გადავიდა სირიაში. ამის პრევენცია თითქმის შეუძლებელია. ეს არის მთელი მსოფლიოს თავსატეხი",-აღნიშნა პრემიერმა.
მანვე მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს სიფრთხილით მოეკიდონ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს და თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან.