პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენმა მთავრობამ რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა – ადეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში და ყველა ის დამნაშავეც, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა!”
ira-polit-2საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ინტერპოლმა თავის დროზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მასალა გაიზიარა. „თუ ინტერპოლს აქვს რაიმე ახალი პოლიტიკა და ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მეთაურის პოზიცია რატომ უნდა იყოს საინტერესო? ჩვენმა მთავრობამ რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გააკეთა – ადეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში და ყველა ის დამნაშავეც, რომელმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა. ციხეში სხედან მერაბიშვილიც, ახალაიაც და სხვებიც, რომლებმაც წლების განმავლობში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას დიდი სირთულეები შეუქმნეს. ასე რომ, თუ ინტერპოლის პოლიტიკა არის შეცვლილი, ეს მათი საქმეა. ამაზე შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განცხადებას", -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.