საზოგადოება
3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

radisson.tbilisi1დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა. ღონისძიების მიზანი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული პოლიტიკისა და განხორციელებული პროგრამების შეჯამება და პარტნიორებისთვის წარდგენაა. კონფერენციაზე შშმ პირების მიმართ სოციალური პოლიტიკის ძირითად ასპექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. ინვალიდობის საკითხებზე მომუშვე ორგანიზაციებმა ამ სფეროში არსებულ სიტუაციასა და ბოლოდროინდელ მიღწევებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს. ღონისძიების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. კონფერენცია 17:00 საათზე საზეიმო ბანკეტით დაიხურა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე 3 დეკემბერს 1992 წლიდან აღინიშნება.