პუბლიკაციები
„ჩვენ მაშინ საქართველოში შევეცადეთ, რაც შეიძლება მალე გაგვენადგურებინა საბჭოთა კავშირი, უკრაინაში კი ეს გაჭიანურდა!“ - სააკაშვილისა და სოკოლოვას ახალი ბარტერი - საქინფორმი

ksenia-zar-3-mtსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. სააკაშვილისა და ჟურნალისტ ქსენია სოკოლოვას შორის „ბარტერი“ ჯერ კიდევ საქართველოში მიშას მმართველობის ხანაში შედგა - როცა ქსიუშა მასთან ბათუმში მეორე ქსიუშასთან - სობჩაკთან ერთად ჩავიდა. თუმცა, ყველაფერს მას ნუ დავაბრალებთ - იდეა, სავარაუდოდ, სექსუალურ მანიაკ სააკაშილს ეკუთვნოდა - ის მათ აძლევს ინტერვიუს, სანაცვლოდ კი ისინი აძლევენ მას...
„რუსეთის იდეოლოგია დაფუძნებულია იმაზე, რომ უკრაინელები უბრალოდ გზააბნეული რუსები არიან“ - ასე  ეწოდება ჟანრის მორიგ „შედევრს“ - სოკოლოვას ახალ ინტერვიუს სააკაშვილთან, რომელიც მან უკრაინაში ჩაწერა (სრულად ინტერვიუ წაიკითხეთ აქ).
აი რა კომენტარს უკეთებს ინტერვიუს თავად სააკაშვილი თავის Facebook-გვერდზე:

„ახლა უკრაინა ძალიან მაგონებს 1990-იანი წლების საქართველოს. ჩვენ მაშინ საქართველოში შევეცადეთ, რაც შეიძლება მალე მოგვეღო ბოლო საბჭოთა კავშირისთვის, უკრაინაში კი ეს გაჭიანურდა! როცა 90-იანი წლების შუა ხანებში აქ ჩამოვედი: ადამიანები ასეირნებდნენ ძაღლებს, დადიოდა ტროლეიბუსები,  ქუჩებში არ ისროდნენ, ქალაქის ცენტრი დანგრეული არ იყო. ვფიქრობდი: აი როგორ მშვიდობიანად გადავიდნენ ახალ ცხოვრებაზე. აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის ასე. ეს იგივეა, მყრალი ხორცი გაყინო, შემდეგ კი საყინულედან გამოიღო და კიდევ უარესად აყროლდება, ვიდრე გაყინვამდე. უკრაინაში ახლა იგივე გალღვობის პროცესი განხორციელდა და უფრო უარესად მიმდინარეობს, ვიდრე საქართველოში“.

ksenia-1 ksenia-2
ksenia-3 ksenia-4