პოლონეთმა პრეტენზია გამოთქვა დასავლეთ უკრაინის ქონებაზე!
საქართველო, 16 აპრილი,
საქინფორმი. პოლონეთში შეიქმნა ორგანიზაცია, რომელიც დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე პოლონეთის ყოფილი ქონების მფლობელებისთვის დაბრუნების საკითხებზე მუშაობს. ამის შესახებ ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პარტია „
სმენას“ ლიდერმა
მათეუშ პისკორსკიმ განაცხადა:
„ორგანიზაცია ოფიციალურად დაფუძნდა გუშინ ლუბლინში. რაც შეეხება ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, ისინი მდგომარეობს უკრაინის ტერიტორიაზე დაკარგული უძრავი ქონებისა და საკუთრების სხვა სახეობებისათვის კომპენსაციის მიღების შესაძლებლობის სამართლებრივ ანალიზში“. პოლონელმა ჟურნალისტ-ემიგრანტმა მარიუშ მაქს კოლონკომ პოლონური გამოცემა Do Rzeczy-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შემადგენლობაში შედის პოლონეთის ისტორიული მიწების ნაწილი. მისი თქმით, უკრაინა პოლონეთის მოკავშირე არ არის, მით უმეტეს, მეგობარი. „ძლიერი უკრაინა პოლონეთის ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა პოლონელმა ჟურნალისტმა.