კიევში, აშშ-ის საელჩოსთან გაიმართა აქცია პლაკატებით: „ხელები შორს უკრაინისგან!“
საქართველო, 16 აპრილი,
საქინფორმი. „მდუმარე პროტესტის“ მშვიდობიან მიტინგში ათასზე მეტმა კაცმა მიიღო მონაწილეობა. ისინი უკრაინაში აშშ-ის სალეჩოსთან შეიკრიბნენ სკოჩით აკრული პირებითა და ხელში პლაკატებით: „
ხელები შორს უკრაინისგან!“, „ჩვენ პირუტყვი არ ვართ!“, „უკრაინელი ხალხი ფხიზლდება, დაე ნელა, მაგრამ მტკიცედ - გაგება იმისა, თუ ვინ არის ომის ნამდვილი გამჩაღებელი და სხვა უბედურებების მომტანი უკრაინაში, მოდის. ჩვენ მართლაც არ ვართ პირუტყვი და მზად ვართ ეს დავამტკიცოთ!“ - დაწერა ბლოგერმა მაქსიმ მოზგოვოიმ.
როგორც უწინ იტყობინებოდნენ, 1 აპრილს ორნახევარ ათასზე მეტმა უკრაინელმა ალყა შემოარტყა აშშ-ის საელჩოს კიევში და პროტესტი გამოხატა ევროკავშირისა და აშშ-ის პოლიტიკის მიმართ. აქციის დასასრულს კი შენობას ნეხვი ესროლა.