"ყოველდღე სულ უფრო და უფრო ნაკლები იმედი მრჩება იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ შემოხაზავს 41-ს შემდგომ არჩევნებში. გუშინ გრიგოლიას გადაცემაში, ერთი მხრივ, ნაციონალების და, მეორე მხრივ, მეოცნებეების კამათის დროს დარბაზში მსხდომი მაყურებელი მეოცნებეებს უკრავდა ტაშს, თუმცა უმეტესობა ახალგაზრდობა იყო. მათგან კი უფრო ფხიზელ გონებას მოველოდი. ეს მითუმეტეს არის გასაკვირი, რომ მათ შორის მხოლოდ ერთმა ასწია ხელი კითხვაზე, ვის სწამს გულწრფელად, რომ საქართველოს ივანაშვილი არ მართავსო. ანუ ახალგაზრდობა კომფორტულად გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ იციან რა უვიცი, უკულტურო და ეჭვგარეშე კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი უდგას ქვეყანას სათავეში.
დღეს კიდევ უარესი რამ ვიხილე _ კომენტარები სანდრა რულოვსის ტელეგამოსვლასთან დაკავშირებით. აი, დაახლოვებით ასეთი: "მორგში რომ დაძვრებოდი, მაშინ გვიკეთებდი სიკეთეს, შე წუნკალო?", "რა სიკეთე გაგიკეთებია, რომ გვამადლი?", "ჩემმა შვილმაც განიცადა ტრავმა, როცა ბინიდან გამოგვაგდეს მიშას დროს," და სხვა მრავალი ასეთი.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ქართველობა შემრცხვებოდა!
ამ კომენტარებმა გამახსენა ერთი შემთხვევა, რომელიც ამერიკაში მოხდა და რომელიც შეიძლება საქართველოშიც იციან. ყუმი და ბნელი ხალხი ყველა ქვეყანაში ბევრია. ერთმანეთს პოლიტიკური სიტუაციის გამო დაპირისპირებულიც უამრავი. ასეა ამერიკაშიც. მაგრამ ერთხელ ერთ ქალაქში მომაკვდავი ბავშვის (კიბო ჰქონდა უკანასკნელ ფაზაში) დედამ ტელევიზორით მიმართა მაყურებელს, შვილი მიკვდება და ისურვა, ვინმემ საშობაო სიმღერა (“შილენტ ნიგჰტ, Hოლყ ნიგჰტ”) მიმღეროსო. ეს საყოველთაოდ ცნობილი სიმღერაა და მას ყოველთვის მღერიან შობის დღეებში.
იმავე საღამოს ნახევარი ქალაქი თოვლში და სიცივეში იდგა იმ ბავშვის სახლის წინ და უმღეროდა მას ამ სიმღერას. დარწმუნებული იყავით, იქ სრულიად გაუნათლებლებიც იყვნენ და განათლებულებიც, რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც, რომლებიც პოლიტიკურ დებატებში მზად იყვნენ ერთმანეთს ყელში სწვდენოდნენ.
ეჭვი არ მეპარება შუაშისტებიც ბევრნი მივიდნენ, რათა მომაკვდავი ბავშვისთვის ემღერათ. გააკეთებდნენ ამას ქართველები, ეს ბავშვი რომ იმ პოლიტიკურ პოზიციაზე მდგარი ადამიანის შვილი ყოფილიყო, რომელ პოზიციასაც ისინი უპირისპირდებიან?
ეხ, ერთ დროს როგორ ვეტრაბახებოდი ამერიკელებს, მე ქართველი ვარ-მეთქი". _ წერს კიზირია.
გასაგებია, თქვენი გულისტკივილი, ქალბატონი დოდონა, რადგან ბავშვი, თუნდაც ამერიკელი, ძნელად გასამეტებელია სიკვდილისათვის, მაგრამ, ის თუ იცით, რამდენი ბავშვის, მოზრდილისა და მოწიფული ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს იმ პირსისხლიანმა სააკაშვილმა და მისმა ნაცბანდიტებმა, თქვენ რომ ასე მისტირით და მოისაკლისებთ?!
მხოლოდ ამერიკელ ბავშვს რომ მისტირიხართ (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უმანკო სული!), იქნებ იმაზეც გამოგეთქვათ გულისტკივილი, შვილის საფლავს რომ დააკლეს გამწარებული მამა იური ვაზაგაშვილი?
ამას ხომ ტერორისტი დაშნაკის გარდა არავინ გააკეთებდა, რა სახელითაც ცნობილია არიან დღეს საქართველოში პირწავარდნილი სისხლის სამართლის დამნაშავეები მიხეილ სააკიანცი, ზურაბ ადეიშვილი, უდესიანები, თოფურიძეები, კოდუები, ახალაიები, ქარდავები და სხვანი და სხვანი.
ამაზე თუ დაფიქრებულხართ, ქალბატონო დოდონა?
ან იქნებ სულ ახლახან დაღვრილმა სისხლმა დაგამწუხრათ, თავის სადარბაზოში რომ ადინეს მკვლელებმა ტყვიით გახვრეტილი თავიდან ქართველ ვაჟკაცს ბესო ხარძიანს?
რაღაც, არ გამოსჭვივის ამგვარი გულისტკივილი თქვენს ზემოთმოყვანილ საძრახის ოპუსში!
რა ვქნათ ახლა, ჩამოვწეროთ ნაციონალებს მათ მიერ ჩადენილი მკვლელობები, გირგვლიანს, ვაზაგაშვილს, შარაძეს, რობაქიძეს და კიდევ 114 ახალგაზრდას რომ მოუსწრაფეს სიცოცხლე ხაზგასმული ცინიზმით, დღისით-მზისით, შუა ქალაქში, ყველას თვალწინ?
ნაცთა ავადსახსენებელი სისტემის მიერ იმ 600 პატიმრად ქცეული ადამიანის სულს ვინ ამწყალობებს, დაშნაკებმა და მათმა დორბლიანმა ბელადმა სააკიანცმა ტანჯვითა და წამებით რომ ამოხადეს სული ქართულ ციხეებში?
იქნებ იმას მოგხიბლათ სააკაშვილში, სტალინის მშობლიურ ქალაქ გორშიც რომ აიღო სტალინის ძეგლი, ააფეთქა გამარჯვების მემორიალი და სხვა. იქნებ თქვენს მასპინძელ ამერიკელებს მაინც ჰკითხოთ, რა როლი ითამაშა სტალინმა და საბჭოთა ხალხმა ფაშისტური გერმანიის დამარცხების საქმეში?
ვინა ხართ, რა ჯიშისა და ჯილაგის ადამიანი ხართ, ქალბატონო დოდონა, რომ ამერიკელ ბავშვს მისტირიხართ, მაგრამ იმ ბავშვების ბედი არ გაწუხებთ, სააკაშვილისა და მისი ბანდის ბოროტი ნების წყალობით, 2008 წლის პროვოკაციული ომის შემდეგ დევნილებად რომ აღმოჩნდნენ საკუთარ სამშობლოში.
ამ პროვოკაციით ხომ სააკაშვილმა და მისმა დანაშაულებრივმა გარემოცვამ, ჰუმანიტარული დახმარების სახით, საქართველოსათვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი დოლარი ყაჩაღურად მიიტაცა, რომლის საკმაო ნაწილი იმ სანდრა რულოვსის კეთილდღეობას მოხმარდა, თქვენ რომ თანამედროვე ადამიანის იდეალად მიგაჩნიათ!
ნუთუ ფიქრობთ, რომ ხალხში უსაფუძვლოდ გავრცელდებოდა ხმები იმის თაობაზე, რომ საავადმყოფოს “სანიტარი” სანდრა რულოვსი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა. ყვითელი ფერის ჰოლანდიური ავტობუსებით (საქართველოში რომ “სანდრაბუსებს” უწოდებენ) რომ ვაჭრობდნენ სანდრა და მისი მშობლები და ხელიც რომ მაგრად მოითბეს, ეს ხომ წყალშეუვალი ფაქტია!
ამრიგად, ქალბატონო დოდონა, როგორც ამბობენ: “კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება” და არც ფულის მოხვეჭის მანიაკალური სურვილი გამორიცხავს კანონდარღვევას! თქვენ კი ყოველივე ამას არად აგდებთ და სატანის ანგელოზად წარმოჩენას ცდილობთ, ქალბატონო დოდონა, რაც თავისთავად მიანიშნებს თქვენს სუბიექტურ (თუ დანაშაულებრივ არა) მიდგომაზე არსებული რეალიებისადმი.
საინტერესოა, რითი მოგხიბლეს ასე დორბლიანმა სააკაშვილმა და მისმა ნაცბანდამ, ქალბატონო დოდონა, ჭეშმარიტებასთან ზურგშექცევით რომ დგახართ და ამ უჯიშოებსა და უსისხლო არამზადებს მისტირიხართ ცრემლის ღვარღვარით?
ტყუილად ცდილობთ ქართველი ხალხის მიერ ისტორიის სანაგვეზე მოსროლილი უჯიშო დაშნაკებისა და მკვლელების გათეთრებას, ქალბატონო დოდონა, რადგან, “არ გათეთრდების ყორანი...”
დამნაშავის საქციელის გამართლება კი არანაკლები დანაშაული რომაა, ეს უნდა იცოდეთ, თუ ნამდვილი პროფესორი და საზოგადო მოღვაწე ხართ, რადაც საკუთარ თავს მიიჩნევთ!
მაგრამ, ღმერთო ნუ მიწყენ და, დიდად მეპარება ეჭვი თქვენს მეცნიერულ ღირსებებში, რადგან მეცნიერის ყველაზე დიდი შემოქმედებითი კაპიტალი და ცხოვრებისეული კრედო მისი ობიექტურობა, ჭეშმარიტებისადმი მსახურება და კეთილსინდისიერება გახლავთ!
სწორედ ამიტომ, თქვენი ქართველობისა მეც მრცხვენია, ქალბატონო დოდონა!
P.შ. რაც შეგვეხება ჩვენ _ ქართველებს, რომლებთანაც თავის გატოლებისა ასე საშინლად გრცხვენიათ, იმის გათვალისწინებით, რომ ნაციონალური მოძრაობა უკვე მკვდარია, ქართველი ერი დიდი სიამოვნებით იმღერებს მათ საფლავზე “შილენტ ნიგჰტ, Hოლყ ნიგჰტ”-ს.
გაზეთი “ილორი”