სასაზღვრო პოლიციამ ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავა

საქართველო, 16 აპრილი,
საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე
მუტალიმ გ. ქრთამის მიცემის ფაქტზე თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მუტალიმ გ-მ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომელს საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში მსხვილფეხა პირუტყვის უკანონოდ გადაყვანაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 5000 ლარი გადასცა.