პოლიტიკა
პრეზიდენტი მარგველაშვილი: „ხელისუფლება მონდომებული და ჩართულია, რომ სრულად შესრულდეს მოთხოვნები ევროპასთან ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით“

margvela-polit-3საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. სახელმწიფოს მეთაურმა დიპლომატებთან საუბრისას აქცენტი გააკეთა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ევროინტეგრაციის გზაზე.

ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ევროპული გეგმის აქტიურ განხილვაზე და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ჩვენი პოლიტიკური დისკუსიების დროს. ხელისუფლება სერიოზულად არის მონდომებული და ჩართული, რომ სრულად შესრულდეს მოთხოვნები ევროპასთან ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ველით რიგის სამიტს და გვაქვს დიდი იმედი. ამ მხრივ, მე მაქვს იმედი, რომ დამოკიდებულება ამ მოლოდინებთან დაკავშირებით იქნება სწორად აღქმული ჩვენი პარტნიორების მიერ“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარგოტ ვალსტრომთან, მარტინ ლიდეგორთან და გჟეგოჟ სხეტინასთან შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩები დანია, პოლონეთსა და შვედეთში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე, მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი.