საზოგადოება
ნიკოლოზ მჟავანაძე: „მოვუწოდებ უშიშროების სამსახურს, ყურადღება მიაქციოს იმ ძალებს, რომლებიც ფინანსდებიან მამუკა ხაზარაძის მიერ“

mJavanaZe-sazog-3საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძეასავალ-დასავალთან" საუბარში აცხადებს, რომ„თიბისი ბანკის" მფლობელ მამუკა ხაზარაძესა და მის ახლობელ ბიზნესმენებს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება სურთ.

აქ არ არის საუბარი კონკრეტულად სააკაშვილზე, აქ ლაპარაკია ნაციონალურ სექტაზე, რომელთა ხელისუფლების დროსაც ამათ მილიონები იშოვეს. რატომ ამათ არ შეეხოთ ის რეპრესიები, როცა ქვეყანას ატყავებდნენ? იმიტომ, რომ ესენი იყვნენ მიშას მონები. ზოგს ნავთობის ბიზნესი წაართვეს, ზოგს - სამშენებლო ბიზნესი, ზოგს - თავი მოაკვლევინეს, მაგრამ ამათ არ შეეხნენ, რადგან მიშას მსახურები იყვნენ...

მითხრეს, რომ ხაზარაძე, თურმე, საპატრიარქოში მისულა და უთქვამს - ჩემი ოფლით ნაშრომს მართმევენო! ვისი ეშინია და ვინ რას ართმევს მას? რაც უკანონოდ აქვს მიტაცებული, იმის უკან დაბრუნება ხაზარაძეს მოუწევს! ხუთი კამერით იღებდა ხაზარაძე იმ დღეს „ასავალ-დასავალის" მიტინგს „თიბისი ბანკის" წინ. ადამიანი, რომელიც კამერებით იღებს, თუ ვინ რას გაიძახის მასზე, კაცმა არ იცის, რას გააკეთებს", - განაცხადა მჟავანაძემ.