რედაქტორისგან
სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში დესტაბილიზაციას ამზადებს! - საქინფორმის საგანგებო განცხადება

destab-polit-1-redaq-1საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმისთვის“ ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომლის შემოწმებაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურების კომპეტენციაში შედის, მათ ხელთ არსებული ექსკლუზიური უფლებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე (ტექნიკური არსენალი, აგენტურული ქსელი და სხვ.).
საქინფორმი მხოლოდ აღნიშნავს, რომ ცალკეული ფაქტები სხვადასხვა, ერთმანეთთან კავშირში არმყოფი წყაროებიდან, რომლებიც უწინ სააგენტოს მიეწოდებოდა, მიუთითებს  ახალმიღებული ინფორმაციის უტყუარობაზე. მაშ ასე.

მუდმივი შიდა დაპირისპირებებისა და არაკომპეტენტური არასაიმედო კადრების წყალობით, კოალიცია და პარტია „ქართული ოცნების“ რეიტინგის არსებითი ვარდნის ფონზე ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა ამუშავებს სცენარს, რომელიც მიმართულია საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ, მოქმედი მთავრობის უუნარობის დემონსტრაციისა და ხელისუფლებაში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მიზნით.

ამასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთის წარმომადგენლების მიერ, რომლებიც, ძირითადად, საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ხელმძღვანელებით არის წარმოდგენილი, უშიშროების საბჭოს ექსმდივანი გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით მომზადებულია რევანშისტული გეგმა, რომელიც სახელმწიფოში კრიმინოგენური ვითარების ხელოვნურ გამწვავებასა და პანიკის ატმოსფეროს შექმნას ითვალისწინებს.

ამ გეგმაში საკვანძო როლს თამაშობენ: თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ექსხელმძღვანელი, ამჟამად კი სააკაშვილის ე. წ. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია და მისი ღვიძლი ძმა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ექსხელმძღვანელი დათა ახალაია, ასევე საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი და საქართველოს იუსტიციის ექსმინისტრი ზურაბ ადეიშვილი.

ამ მიზნით, „ქუთაისის დანაშაულებრივი კლანის“ კონტროლქვეშ მყოფი წარმომადგენლების მეშვეობით, რომლებსაც სათავეში უდგას ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი, იგეგმება რეზონანსული დანაშაულებების სერიის განხორციელება ცნობილი პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და საქართველოს საზოგადო მოღვაწეთა წინააღმდეგ.

ამასთან ერთად, აუცილებლობის შემთხვევაში, მუშავდება რიგი ტერორისტული აქტების ორგანიზების შესაძლებლობა პანკისის ხეობის, აჭარისა და ქვემო ქართლის ტერიტორიებზე. აღნიშნულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი შემსრულებელი, სავარაუდოდ, საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის ექსხელმძღვანელი გია ლორთქიფანიძეა, რომელმაც თავისი პოზიციები შეინარჩუნა საქართველოს რადიკალურ ისლამისტთა ხელმძღვანელობაში და აქტიურ მუშაობას განაგრძობს ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს რაზმებში ახალი წევრების გადასაბირებლად (რასაც ადასტურებს ბოლო ხანს სირიაში საბრძოლო მოქმედებებში, დაქირავებული ბოევიკების სახით, ახალგაზრდა პანკისელების მონაწილეობის გახშირებული ფაქტები).

ძალისმიერი მხარდაჭერისთვის ასევე იგეგმება  მიხეილ სააკაშვილის ემისრების მიერ

გადაბირებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში  საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე მოხალისეთა ამოქმედება (ე.წ. „АТО“ - ში - „ქართული ლეგიონიდან“ და „მემარჯვენე სექტორის“ სხვა გასამხედროებული ქვედანაყოფებიდან, რასაც, განსაკუთრებით არცკი მალავენ).

ამავდროულად, ქართული ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებების პარალიზების, ხელისუფლების დეზინფორმირების, მთავრობის კონტრზრახვებისა და გეგმების შესახებ წინმსწრები ცნობების მიღების მიზნით, გამოყენებული იქნებიან აგენტები ე.წ. „მეხუთე კოლონიდან“ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და სპეცსამსახურებში, ჯერაც რომ ვერ  გაუუვნებელყოფიათ.

დასასრულ შეგახსენებთ, რომ საქინფორმის ყველა წინა მსგავსი გაფრთხილება, სამწუხაროდ, მართლდებოდა და საჯაროდ ოფიციალურად დასტურდებოდა მოქმედი მთავრობის ხელმძღვანელების მიერ (საქართველოს პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრის და სხვ.).

ამიტომ ვფიქრობთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ვალდებული არიან, ოპერატიული რეაგირება მოახდინონ ზემომოყვანილ ახალ ინფორმაციაზე - გადაამოწმონ ის თავისი არხებით და მიიღონ პრევენციული ზომები.

საქინფორმის რედაქცია
15.04.2015
საქართველო, თბილისი