უცხოეთი
საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა გაზპრომის წინადადებას, არ დააჯარიმონ უკრაინა ნაკლები გაზის შესყიდვის გამო. „უკრაინის რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პარტნიორებს ხელი უნდა გავუწოდოთ. და კიდევ ერთი მომენტი - უნდა უზრუნველვყოთ გაზის უწყვეტი მიწოდება ყველა პარტნიორისათვის“, - განაცხადა პუტინმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ გამოიყენებს „რაიმე ბერკეტად ეკონომიკურ ბმებს იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც ეკონომიკას არ უკავშირდება“.
„გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა დაადასტურა, რომ გაზზე ჯარიმები კიევისთვის 1 აპრილიდან შეჩერებულია.