საზოგადოება
„ბაქოში სააკაშვილს პატივით მიიღებენ, მიუხედავად თბილისისა და მოსკოვის უკმაყოფილებისა“- აზერბაიჯანში საქინფორმის განცხადებას გამოეხმაურნენ

baku-saz-2-an-GEOსაქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. საქინფორმის 2015 წლის 7 აპრილის პუბლიკაციას სააკაშვილი ბაქოში გაფრინდება, სადაც მონაწილეობას მიიღებს „ღია საზოგადოებების“ მესამე გლობალურ ფორუმში - საქინფორმი ურჩევს საქართველო მთავრობას, სასწრაფოდ მიმართოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს მისი ექსტრადიციის მოთხოვნით დაუყოვნებლივ მოჰყვა რეაქცია აზერბაიჯანიდან:

„უკრაინის მიმართ ოფიციალური თბილისის უკმაყოფილება უკვე გადაჭარბებულია. როგორც ჩანს, იგივე ელის აზერბაიჯანსაც. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ვერც მოასწრო ბაქოში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის გამოცხადება, რომ თბილისიდან მაშინვე წამოვიდა განცხადებები, აქაოდა, მისი ვიზიტი აზერბაიჯანში საქართველოს მიერ განხილული იქნება, როგორც „არამეგობრული ნაბიჯი“, ოფიციალური ბაქო სააკაშვილის ჩამოსვლას ვერავითარ დაბრკოლებებს ვერ შეუქმნის, მეტიც, მას დიდი პატივით მიიღებენ, როგორც ფორუმის დანარჩენ წევრებს. ამასთან, ყველას გვახსოვს, რომ 2013 წლის ზაფხულში საქართველოს ხელისუფლებამ ყველა პირობა შეუქმნა რუსტამ იბრაგიმბეკოვს, რათა მას თბილისის სასტუმრო „ვერე პალასში“ ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის ორგანიზება მოეხდინა. მაშინ ბაქოს არ გამოუხატავს არავითარი აღშფოთება იმ ფაქტით, რომ ივანიშვილის მთავრობამ აზერბაიჯანის ოპოზიციას მდიდრული დახვედრა მოუწყო“, - წერს საინფორმაციო პორტალი „NEWS.

ბაქოში სააკაშვილის მოსალოდნელი გამგზავრების კომენტირებისას ანალიტიკური ცენტრი „ატლასის“ ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა ელჰან შაჰინოღლუმ აღნიშნა, რომ მან არ უნდა გამოიწვიოს ოფიციალური თბილისის უკმაყოფილება. „ეს ხომ სააკაშვილის ცალკე აღებული ვიზტია აზერბაიჯანში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ნიზამის საერთაშორისო ცენტრის წევრია, რომელიც ყოველ წელს ღონისძიებებს ატარებს ბაქოში. ამასთან, როცა სააკაშვილი ამ კლუბის წევრი გახდა, საქართველოს პროკურატურას მის მიმართ ჯერ არ ჰქონდა აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

ამასთან, საქართველოს ექსპრეზიდენტის გარდა, ნიზამის კლუბში ათობით ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრია, რომლებიც ჩამოდიან ბაქოში და საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობენ.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია. დიახ, თბილისმა მოსთხოვა სააკაშვილის ექსტრადიცია კიევს და უარიც მიიღო, თუმცა სხვა ქვეყნებისგან საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გადაცემის მოთხოვნა არ ყოფილა.

მეტიც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბევბრს მოგზაურობს ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში. ასე რომ, ვფიქრობთ, თბილისი არ მოითხოვს ბაქოსგან სააკაშვილის დაკავებას ანდა ექსტრადიციას.

ჯერ ერთი, საქართველოში მშვენივრად ესმით, რომ გინდაც მოითხოვონ სააკაშვილის დაკავება აზერბაიჯანში, ოფიციალური ბაქო ამას მაინც არ მოიმოქმედებს. ის აზერბაიჯანის ერთგული მეგობარია, სწორედ მისი პრეზიდენტობის ხანაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტრატეგიული გახდა. სააკაშვილი, პრეზიდენტობისას და მას შემდეგაც, ირწმუნებოდა, რომ საქართველოსთვის მძიმე დღეებში აზერბაიჯანის მხარდაჭერა რომ არა, ეს ქვეყანა უბრალოდ ვერ გაუძლებდა რუსეთის ეკონომიკურ ზეწოლას.

აზერბაიჯანი თავისი მეგობრების ერთგულია და მათ არავის გადასცემს.

ამასთან, სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში თბილისზე მეტად არ მოეწონებათ მოსკოვში, თუმცა მოსკოვსაც უნდა ესმოდეს, რომ აზერბაიჯანი დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს და ვისთან იმეგობრებს ან კონფლიქტი ექნება - აზერბაიჯანის საშინაო საქმეა. ჩვენც არ მოგვწონს, როცა ყარაბაღის სეპარატისტთა ყოფილი ლიდერი, ხოჯალინის სასაკლაოს რომ გეგმავდა, ამჟამად კი სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი მოსკოვში ჩადის და კრემლთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუმცა, ჩვენ არ მოვითხოვთ მოსკოვისგან რუსეთში მისი ვიზიტების შეწყვეტას. ასევე კრემლს არ შეუძლია ავგიკრძალოს სააკაშვილის ანდა ვინმე სხვას სტუმრად მოპატიჟება“, - მიაჩნია ე. შაჰინოღლუს.