პუბლიკაციები
2015 წლის 14 აპრილს, თბილისში, რია ნოვოსტის პრესცენტრში გაიმართება ალექსანდრე ნოსოვიჩის წიგნის - „ევროპის უკანა ეზო. რატომ კვდება ბალტიისპირეთი“ - პრეზენტაცია

present-pol-2-an-1საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ბალტიის ქვეყნები - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი საკუთარ პოზიცირებას ახდენს, როგორც „წარმატების ისტორიისა“ და ევროინტეგრაციაზე დაფუძნებული პოსტსაბჭოთა განვითარებისა.
მართლაც, ამ დროისათვის სსრკ-ის ეს სამი ყოფილი რესპუბლიკა ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან, ხოლო ადგილობრივი პოლიტისტებლიშმენტის წარმომადგენლები უკრაინის, მოლდოვას, საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკოსებს კონსულტაციებს უწევენ.

თუმცა, შეუძლიათ კი ბალტიის ქვეყნებს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისათვის სოციალ-ეკონომიკური განვითარების მაგალითად იქცნენ? რით აიხსნება ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მცხოვრებთა მასობრივი ემიგრაცია „დამოუკიდებლობის“ წლებში? რატომაა, რომ  ევროკავშირის შემადგენლობაში ათწლიანი ყოფნის მიუხედავად, ბალტიისპირა ქვეყნები ევროპის უღარიბესი ქვეყნების რიცხვში რჩებიან?

ამ და ბევრ სხვა კითხვაზე, რომლებიც არ ჯდება ბალტიისპირეთის „წარმატების“ ლეგენდაში, პასუხს სცემს ალექსანდრე ნოსოვიჩის წიგნი „ევროპის უკანა ეზო. რატომ კვდება ბალტიისპირეთი“.

წიგნის პრეზენტაცია თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ:

- ალექსანდრე ნოსოვიჩი, ავტორი წიგნისა „ევროპის უკანა ეზო. რატომ კვდება ბალტიისპირეთი“, ანალიტიკური პორტალი rubaltic.ru-ს მიმომხილველი (ქ. კალინინგრადი, რუსეთი);

- ტარიელ გაგნიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ თავმჯდომარე (ქ. თბილისი, საქართველო);

- სერგეი რეკედა, მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ცენტრი, ქ. მოსკოვი, რუსეთი);

- ეინარს გრაუდინიში, ლატვიელი პოლიტიკოსი (ქ. რიგა, ლატვია).

ვიდეოჩართვები სკაიპით:

- ნორმუნდ გროსტინიში, ლატვიელი პოლიტოლოგი, ალიანსის ევროპული დემოკრატიისთვის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი (ქ. რიგა, ლატვია)

- ედუარდ ტინი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, ევროაკადემიის პროფესორი (ქ. ტალინი, ესტონეთი);

პრეზენტაციის ორგანიზატორია მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი.