საზოგადოება
ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს

abel-saz-1-mtსაქართველო, 10 აპილი, საქინფორმი.
საქართველოს პრემიერ - მინისტრს ბატომ ირაკლი ღარიბაშვილს
ასლი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს
ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა შეშფოთებას გამოთქვამს ქართველი ემიგრანტის, ქალბატონ ნონა ცინცაძის გაუჩინარების გამო, რომელიც ემიგრაციაში (იტალია) 14 წლის ყოფნის შემდგომ, გასული წლის 13 აგვისტოს დაბრუნდა სამშობლოში და მას შემდეგ გაუჩინარდა. საგამომძიებლო ორგანოები ქალბატონს ეძებენ, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულს.

მოგმართავთ თხოვნით, პირად კონტროლზე აიყვანოთ აღნიშნული საქმე. ვიმედოვნებთ, რომ გულთან მიიტანთ ქართველი ემიგრანტი ქალბატონის ამ საბედისწერო გაუჩინარების ფაქტს და მიიღებთ შესაბამის ზომებს.

პატივისცემით,
ელიზა აბელაშვილი,
“ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის” თავმჯდომარე

abel-sazog-1-1 abel-sazog-1-2