საზოგადოება
პირველი ახალი შენობა საარქივო დოკუმენტებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში, - რუსთავში ქვემო ქართლის რეგიონული არქივი გაიხსნა

arx-sazog-2საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. ცერემონიას, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წელს მიეძღვნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად დაესწრო.

ცნიბისთვის: ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 5-სართულიანი შენობის საერთო ფართი1558 კვადრატული მეტრია. 968 კვადრატულ მეტრზე განთავსებულია დოკუმენტების საცავი, სადაც 285 000 -მდე საარქივო საქმე შეინახება.მშენებლობაზე 2 476 142 ლარი დაიხარჯა.

მთავრობის მეთაურმა ქვემო ქართლის მცხოვრებლებს თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მრავალფეროვანი საარქივო მასალა, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში 1920-იანი წლებიდან ინახება, შესაბამისად იქნება დაცული.„ეს არის ძალიან საინტერესო მასალები -საარქივო დოკუმენტები რეგიონის სოფლებისა და ქალაქების სოციალური და კულტურული ყოფის შესახებ; ამ მხარის მკვიდრი ბევრი ცნობილი ადამიანის პირადი ფონდები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.